#OK! მეგობრები – სალომე ტოშკუა და მარიამ დავითაძე

2 months ago 39

OK! მეგობრების სტუმრები არიან ინფლუენსერები, მარიამ დავითაძე და სალომე ტოშკუა. გიამბობთ მათი მეგობრობის ისტორიას…

(მარიამი): რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა?

(სალომე): შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის მეგობრობა ნიშნავს როცა ჭირში და ლხინში რომ გიდგას გვერდით, ბედნიერებას რომ გულწრფელად იზიარებს ეს არის მარიამი, მარიამი არის ჩემთვის მეგობრობა.

(სალომე):საუკეთესო მოგონება ერთად?

(მარიამი): ახლა რაც გამახსენდა უცებ არის ღამის 4საათზე მირეკავენ რომ სალომე დაინიშნა, ეგეთი ემოციური დღე ძალიან დიდხანს არ მქონია და ყველაზე კარგად მახსენდება.

დაახასიათეთ ერთმანეთი სამი სიტყვით

(მარიამი): სალომე არის გულწრფელი, ლაღი და ბავშვური ადამიანი ჩემთვის.

(სალომე): მარიამი არის მოუსვენარი, ყველაზე კეთილი და ბედნიერების გადამდები ადამიანი

რისთვის ხარ მადლიერი ჩვენს მეგობრობაში? 

(მარიამი): იმისთვის ვარ მადლიერი რომ ყველაზე ბედნიერი როცა ვარ და ყველასთვის მინდა დავმალო ჩემი ბედნიერება სალომე არის ერთადერთი ადამიანი ვისაც მინდა პირდაპირ დავურეკო და ვუთხრა იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეტყობა რამდენად იზიარებს ჩემთან ერთად იმას რაც მე იმ მომენტში მაბედნიერებს.

პირველი შთაბეჭდილება ერთმანეთზე?

(სალომე): მეგონა გათამამებული იყო

(მარიამი): მე ესე არ მახსოვს მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება არ მქონია.

სად გაიცანით ერთმანეთი და როდის დამეგობრდით?

ბავშვობაში საერთო სამეგობრო წრისგან, ჩვენი საერთო მეჯვარისგან.

სრულად წაკითხვა