#OK! მენეჯერი – ნინო მერაბიშვილი

3 weeks ago 22

უპირველესად გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მოგესალმებით, მე ვარ ნინო მერაბიშვილი, 38 წლის. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ამჟამად ვმუშაობ სამშენებლო კომპანია “მცხეთის სურვილში” გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.  ორი წელია რაც უძრავი ქონების გაყიდვებით დავინტერესდი და ვცდილობ უფრო მეტი გამოცდილება მივიღო ამ მიმართულებით.  მცხეთის სურვილი ის ადგილია, სადაც შესაძლებლობა მეძლევა ვიმუშავო პრემიუმ ხარისხის პროდუქზე, გამოცდილ გუნდთან ერთად და კიდევ უფრო საინტერესო გავხადო ჩემი საქმიანობა.

გზა, რომელიც დღევანდელ დღემდე გაიარეთ.

გაყიდვების სფეროთი პირველად 2011 წელს დავინტერესდი და პირველი ნაბიჯები ვისოლის კომპანიაში გადავდგი, რითეილის მიმართულებით. ვმუშაობდი კონსულტანტის პოზიციაზე. დაახლოებით ერთ წელიწადში ქართულ ბაზარზე შემოვიდა ამერიკული კომპანია ვენდისი და გახსნის დღიდან გავხდი მისი წევრი, სადაც ოთხი წელი ვიმუშავე მენეჯერულ პოზიციებზე. ვენდისი იყო უდიდესი გამოცდილება გაყიდვების სფეროში. შემდეგ ერთი წელი ვიცხოვრე ევროპაში და მინდა ავღნიშნო, რომ ამ ერთ წელში ძალიან მნიშვნელოვნად დავინახე გაყიდვების როლი ქართულ ბაზარზე და გამიჩნდა დიდი სურვილი მეც შემეტანა გარკვეული წვლილი მომსახურების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში დაბრუნებისთანავე შევუერთი კაფეტერიების ქსელ დეგუსტოს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი უფრო მეტი და საინტერესო გამოცდილების გაყიდვების მიმართულებით. დეგუსტოში მუშაობა ჯერ ფილიალის მენეჯერად დავიწყე და შემდეგ გავხდი საოპერაციოს მენეჯერი, სადაც ჩემს ხელმძღვანელთან და კოლეგებთან ერთად გავიარეთ ურთულესი კოვიდის პერიოდი და ჯამში ეს სამი წელი იყო ყველაზე დიდი გამოწვევების და განვითარების პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. კვების სფეროში 11 წლიანი მუაობის შემდეგ გადავწვიტე ახალ გამოწვევებს შევჭიდებოდი და შევუერთდი პროსპქტის გუნდს, სადაც გამიმართლა და ჩემს გვერდით აღმოჩნდენ თავიანთი საქმის პროფესიონალი ხელმძღვანებელი, რომლებთან ერთადაც გადავდგი პირველი ნაბიჯები უძრავი ქონების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ძალიან კომუნიკაბელური და მსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა, ვთვლი რომ მომსახურების სფერო  ის ადგილია, სადაც კიდევ დიდხანს გავაგრძელებ მუშაობას და განვითარებას.თითოეული ხელმძღვანელი, რომელთან ერთადაც მომიწია მუშაობა, თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი მეგობარი აღმოჩნდა, რაც დიდ მოტავაციას მიქმნიდა განვითარების თითოეულ ეტაპზე. საბედნიეროდ გამოცდილებასთან ერთად შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები და ამით ძალიან ვამაყობ.

რა გაძლევთ მოტივაციას?

პირველ რიგში მოტივაციას მაძლევს ჩემი დიდი ოჯახი, რომლებიც განვითარების პირველივე დღიდან გვერდში მიდგანან. რომ არა ისინი, ამ ეტაპამდე ვერ მოვიდოდი. მყავს ორი შესანიშნავი გოგო. ანა უკვე შემდგარი პიანისტია და წელს აბარებს კონსერვატორიაშო, ხოლო  თამარი ეუფლება ჰობოის ინსტრუმენტს და ჩემთვის ეს ორი ადამიანი ძალიან დიდ მოტივაციას ქმნის ცხოვრებაში, შემდეგ თითოეული ის ადამიანი, რომლებიც დღეს ჩემთან ერთად მუშაობს და თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი, რომელთა შეფასებაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთი მთავარი მოტივატორი არის ის საქმე, რომელსაც მე უდიდესი სიამოვნებით ვაკეთებ.

როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მიზნების და შემდეგ უკვე წარმატების მისაღწევად?

აუცილებელია იპივო ის საქმიანობა, რომელიც გეყვარება და სიამოვნებით გააკეთებ. წარმატებას ძალიან ბევრი სირთულე ახლავს თან და ყველაფერს თუ ნებისყოფით და დიდი შრომით მიუდგები წარმატება აუცილებლად მოვა.

რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა იწყებენ კარიერას?

პირველ რიგში ვურჩევ , რომ აკეთონ ის საქმე რომელიც სიამოვნებთ. მუდმივად იმუშაონ საკუთარი თავის განვითარებაზე და ფეხი აუწყონ ყველა სიახლებს.  შეცდომა და წარუმატებლობა ცხოვრების გაკვეთილად აქციონ და არ შეუშინდნენ სირთულეებს. ამის გარეშე წარმატება ძალიან რთულად მისაღწევია. წარმატებამდე მისასვლელი გზა  გრძელია და მრავალი სირთულე ახლავს თან, მაგრამ ყველაზე საინტერესო გზაა ჩემი აზრით. დაისახონ სწორი მიზნები და მაქსიმალურად იმუშაონ მათ მისაღწევად. წარმატება აუცილებლად მოვა.

როგორია თქვენი მიზნები და სამომავლო გეგმები?

ჩემი სამომავლო გეგმები ისევ უძრავი ქონების სფეროს უკავშირდება. სურვილი მაქვს ჩემი გამოცდილება მაქსიმალურად გავუზიარო კომპანია მცხეთის სურვილს, სადაც საუკეთესო გუნდთან ერთად ვმუშაობ და წინ დიდი მიზნები გვაქვს, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ.

სრულად წაკითხვა