#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

3 weeks ago 6

ჩვენი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ქართული არდადეგები დასრულდა. მან შონ ო’მა­ლის და­მარ­ცხე­ბის შემდეგ, ინფლუენსერ ნინა დრამასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოიარა და დიდი გამარჯვება აღნიშნა.

მერაბი და ნინა ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან. ვიდეოს, სადაც ერთად ვარ­ჯი­შო­ბენ უამრავი მოწონება და გაზიარება აქვს.

ნინა  პირველად ესტუმრა საქართველოს და მეორე დღესვე გამოხატა აღფრთოვანება ქვეყნის მიმართ.

,,დიდი მადლობა უმშვენიერეს ქართველ ხალხს მხარდაჭერისა და გულთბილი მიღებისთვის. არასდროს მიგრძვნია ასეთი სიყვარული. ბედნიერებისგან ვტირი”. – წერს ნინა. 

პირველ დღეებში თბილისის ქუჩები, ტრადიციული უბნები მოინახულეს და ქართული კერძები დააგემოვნეს.

ცხენზე ამხედრებული ნინა და მერაბი კიკეთიდან ულამაზეს კადრებს აქვეყნებდნენ. დრამა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად, ცხენზე ჯირითი, ხინკალი და ქართველების დახვედრა დაამახსოვრდება.

ჩამოსვლიდან მეოთხე დღეს გურია მოინახულეს, სადაც ტრადიციული გურული ღვეზელი გამოაცხვეს და დოლიძის მარანში ღვინო დააგემოვნეს.

ამის შემდეგ მერაბი ნინასთან ერთად სამეგრელოს ესტუმრა,  მარტვილის კანიონი დაათვალიერა  და ელარჯის გაკეთებაში მიიღო მონაწილეობა.

ნინა დრამამ ატვირთა ვიდეო, სადაც ქართულ ცეკვებს სწავლობს და ფანდურზე დაკვრას ცდილობს. ის აღნიშნავს, რომ შეყვარებულია კულტურაზე და ეს მოგზაურობა მისთვის საჩუქარია.

“დიდი მადლობა მერაბს ამ თავგადასავლისთვის. შესანიშნავი დრო გავატარე. ძალიან მომენატრება ტრადიციული საჭმელი, კულტურა და ყველაზე მნიშვნელოვანი – ადამიანები. არასდროს დამავიწყდება ეს ყველაფერი” – წერს ინფლუენსერი.

ნინა მარი და­ნი­ე­ლი, იგივე “ნინა დრა­მა”, 1988 წლის 27 დე­კემ­ბერს, ნიუ-იორკში დაიბადა. 2011 წელს სამოდელო კარიერა დაიწყო და 2017 წლის აპ­რილ­ში Playboy-ის მო­დე­ლი გახდა. ამ­ჟა­მად, ნინა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხოვრობს და კო­მე­დი­ურ ვი­დე­ო­ებს ქმნის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელებისთვის.  დღეს ის  ჟურ­ნა­ლის­ტი, ინფლუენსერი და UFC-ს პრომოუტერია.

შეგახსენებთ, რომ 8 ივ­ნისს, მე­რაბ­მა UFC 316-ზე შონ ო’მალი და­ა­მარ­ცხა და ჩემ­პი­ო­ნის ქა­მა­რი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. მე­რაბ­მა პირ­ვე­ლად ჩემ­პი­ო­ნო­ბა სწო­რედ შონ­თან გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად მოიპოვა შემ­დეგ კი ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი უმარ ნურ­მა­გო­მე­დო­ვის და­მარ­ცხე­ბით შეინარჩუნა.

სრულად წაკითხვა