#OK! ნინას შოპი – გამორჩეული დიზაინის სამოსი ქალბატონებისთვის

3 days ago 9

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჩვენი გარდერობიც განვაახლოთ და გავახალისოთ ახალი და გამორჩეული სამოსით. „ნინას შოპი“ ქალბატონებს მრავალფეროვან და სხვადასხვა ზომის სამოსს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ყოველ კვირას სოციალურ ქსელში ბათუმელ ნინო ნიორაძეს („ნინას შოპი“ ) აქვს Live-ები, სადაც თავის მომხმარებლებს ახალ კოლექციას წარუდგენს ხოლმე, რა გზითაც ცდილობს გაუმარტივოს მათ შოპინგის პროცესი სახლიდან გაუსვლელად.

როგორ გაჩნდა „ნინას შოპის“ შექმნის იდეა?

ნინო ნიორაძე: მე გახლავართ ულამაზესი კუთხიდან, აჭარიდან. ჩემთვის ბათუმი სიცოცხლის, სიყვარულის და ოცნებების ახდენის ქალაქია. სწორედ ჩემი ოცნება იყო გამებედა და მქონოდა ისეთი საქმე, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებდა. რა თქმა უნდა, რისკი იყო, რადგან დღეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა, წამოიწყო რაიმე ბიზნესი და მან გაამართლოს. მე გავბედე. სიყვარული, მონდომება და შრომა ჩავდე და გაამართლა კიდეც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა. ნებისმიერი ახალი წამოწყების დროს, როცა ვხედავ ჩემი მეუღლის გვერდში დგომას და შემართებას – „ნიი, შენ ყველაფერი გამოგივა! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“, ეს სიტყვები მართლაც ფრთებს მასხამს, თავდაჯერებულობას მმატებს, ასეთ დროს შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდება.

რას სთავაზობს „ნინას შოპი“ საზოგადოებას?

ქალებს ლამაზი და კომფორტული სამოსი ყოველთვის მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს. საზოგადოებას ვთავაზობ მაღალი ხარისხის კომფორტულ და ყველაზე ტრენდულ, მოდურ სამოსს – ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენთან წარმოდგენილი სამოსი არის ყველა ზომის ქალბატონისთვის, თავადაც „პლუს საიზი“ ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა ქალმა ჩვენთან შეძენილ სამოსში თავი კომფორტულად და განსაკუთრებულად იგრძნოს.

ამას გარდა, მომხმარებელს ვთავაზობ ყოველკვირეულ Live-ებს „ნინას შოპის“ ფეისბუკგვერდზე, რათა გავუმარტივო მათ შოპინგი სახლიდან გაუსვლელად. სასურველი ნივთის მიწოდება კი ფოსტის დახმარებით ხდება.

აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი სოციალურ ქსელში და ადევნოთ თვალი ჩემს ლაივებს. რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე ვიყო ან ჯანმრთელობის მხრივ არ ვგრძნობდე კარგად თავს, მაინც ვაკეთებ ლაივს, რადგან ვიცი, რომ ჩემი მომხმარებლები მელოდებიან. ყველა ქალს თავისი გეგმა აქვს. ჩვენ, ქალებს, ზოგადად, გვგონია, რომ სხვები იმახსოვრებენ, თუ სად რა გვეცვა, ამიტომაც არ გვინდა იმავე ლუქით გამოჩენა. ჩემს მომხმარებელს ვერ დავაღალატებ.

რა არის ის მთავარი ნიშა, რაც გამოგარჩევთ?

პოზიტივი. შოპინგი ხომ საუკეთესო თერაპიაა, ასევე ემოციების ერთმანეთში გაცვლა. მოგეხსენებათ, ბათუმი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს. ლაივში ერთი და მავე გოგონების არმია შემოდის, სადაც ბევრს ვხუმრობთ და ყველა ნივთს ვინაწილებთ. ასევე, გვაქვს გათამაშებები, ნებისმიერი გოგოს გამარჯვება ყველას გულით უხარია. ყველა ქალი იმსახურებს საუკეთესოს. ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებთ, თუ როგორი პატარა ჟესტით შეგვიძლია ერთმანეთის გახარება, ამ პატარას კი შეიძლება დიდი ემოციები მოჰყვეს. ერთმანეთს გულშემატკივრობა და ქათინაურების გაცვლა უფრო მეტ თავდაჯერებულობას გვმატებს და გვაბედნიერებს.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხარისხი. ჩემთან შეძენილი სამოსის ხარისხზე მეტყველებს გოგონების არმია, რომელიც ყოველდღე იზრდება. მათი დახმარებით შევძელი, რომ ყველაზე მცირე დროში „ნინას შოპი“ გამხარიყო პოპულარული, მოთხოვნადი და კონკურენცია გაეწია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე დიდი ხანია ამ ბაზარზეა. ეს ყველაფერი კი მაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, გავაკეთო უფრო მეტი და გავახარო ჩემი ერთგული მომხმარებლები.

სამომავლო გეგმები

ორი შვილის დედა ვარ – თეოდორე და ანასტასია ლომინაძეების. მინდა მალე საბავშვო ხაზიც შევთავაზო საზოგადოებას. როგორც დიდებს ვანებივრებ ახალი კოლექციით, ასევე მინდა მათი შვილებიც იყვნენ მოდურები. სულ მალე ჩემს აჭარას დაემატება საბავშვო მაღაზია, ამაზე უკვე ვმუშაობ და მალე გახსნასაც დავაანონსებთ.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ლაურა ზოიძე

სრულად წაკითხვა