ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ Vouge Adria-ს აპრილის ნომრის გარეკანი გადაიღო. მოდის ინდუსტრიის ყველაზე პოპულარული ჟურნალის გარეკანზე მოდელი პალომა ელსესერიაა გამოსახული.
VOGUE Adria ხორვატიული, სლავური და სერბული ვოგია, რომელიც ერთ გამოცემაშია გაერთიანებული.
გიორგაძე პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომელმაც Vogue-ის ყდაზე იმუშავა. ჟურნალის აპრილის ნომერი კი უკვე მეორე გარეკანია, რომელიც მან Vouge-სთვის გადაიღო. მოდის ბიბლიად წოდებულ ჟურნალთან ქართველი ფოტოგრაფის კოლაბორაცია კორეული VOGUE-ის 2024 წლის იანვრის თვის ყდაზე მუშაობით დაიწყო, როდესაც მის ობიექტივში ამერიკელი მოდელი ლულუ ტენი აღმოჩნდა.
დავით გიორგაძე ფოტოგრაფიით 13 წლის ასაკში დაინტერესდა, 2014 წელს გადავიდა ბერლინში და დღემდე იქ ცხოვრობს და მოღვაწეობს.
2019 წელს მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული და შთამაგონებელი ტალანტისთვის ფოტოგრაფი ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ შერჩეულ ტოპ 100 ხელოვანს შორის დასახელდა. 2020 კი წელს მან ამ კატეგორიაში 50 გამორჩეულ ახალგაზრდა შემოქმედს შორის დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.
ფოტოგრაფი მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ისეთ მოდის სახლებთან და მედიაგამოცემებთან, როგორებიცაა: Bottega Veneta, Burberry, Helmut Lang, Prada, Mugler, Versace, Proenza Schouler, Miu Miu, Saint Laurent. გიორგაძე, ასევე, თანამშრომლობს ქართულ ბრენდებთანაც. მის ობიექტივში კი არაერთი ტოპ ვარსკვლავი მოექცა, მათ შორისაა: ირინა შეიკი, კენდალ ჯენერი, ბილი აილიში და ბელა ჰადიდი.