#OK! „პროტესტი ჰქონდა ჩემს პროფესიაზე, ვერ იტანდა“ – ლელა წურწუმია შვილთან ურთიერთობაზე!

3 weeks ago 16

მომღერალი, ლელა წურწუმია ნიკოლოზ ხაჩიძის საავტორო გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებზე ისაუბრა, ერთ-ერთი ეპიზოდი კი მის შვილს,  მარიკო მამულაშვილს ეხებოდა”

„მარიკო გაჩნდა მაშინ, როდესაც გამქურდეს, როდესაც არაფერი მქონდა, ვცხოვრობდი ქირით, ვიღაც დამხმარე აუცილებლად მჭირდებოდა, რადგან თუ არ ვიმუშავებდი ვერაფერს ვიზამდი..

როცა 7 თვის გახდა, მამულიჩას დედამ მითხრა, ოთხი დღე იყოს აქ, სამი დღე შენთან.. მერე ისე მოხდა, რომ მარიკო დარჩა, დარჩა და 19 წელი იცხოვრა ბებიასთან და ბაბუასთან, რა თქმა უნდა, საშინელი პროტესტი ჰქონდა ჩემს პროფესიაზე, ვერ იტანდა, ეზიზღებოდა, ჩემი არც ერთი კონცერტი არ უნახავს.. ახლა სულ მოდის..

დიდი გოგო რომ გახდა, ამ თემაზე დაველაპარაკე, ვუთხარი, რამდენ ადამიანს სჭირდებოდა ჩემი გვერდში დგომა.. სულ ვამბობ, რომ ჩემი შვილი შეეწირა ჩემს პროფესიას, რადგან ამ პროფესიას როდესაც ირჩევ, შენ შენი თავი აღარ გეკუთვნის..“

მგონი, ამ ფოტოში ძალიან მგავს მარიკო” - ლელა წურწუმია ქალიშვილის ფოტოებს  აქვეყნებს

ჩემს შვილს სკოლაში აბულინგებდნენ, რამაც მძიმე დაღი დაასვა... სამწუხაროდ, ეს  ყველაფერი ძალიან გვიან გავიგე...“ – ლელა წურწუმია

როგორც ლელამ აღნიშნა, მარიკომ ახლახან ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მომღერლის თქმით, მარიკომ გადაწყვიტა სწავლა ნორვეგიაში გააგრძელოს.

„მარიკო ახლა ცალკე ცხოვრობს, მაგრამ ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს, ის ძალიან კარგი ადამიანია და ვენდობი.. უყვარს ხატვა, ფოტო გადაღებები.. სამხატვრო აკადემიაში სწავლობს და ახლა მიიღო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმებით, აიღო აკადემიური და ნორვეგიაში მიდის სასწავლებლად“

ასევე იხილეთ:

#OK! „ჩემს შვილს სკოლაში აბულინგებდნენ“ – ლელა წურწუმია!

#OK! „რაც უფრო იზრდება, მეტად მემსგავსება“ – ლელა წურწუმია თავის შვილზე საუბრობს

#OK! ნახეთ, როგორ ულოცავს ლელა წურწუმია და კახი მამულაშვილი შვილს დაბადების დღეს

#OK! “2 წლის მერე პირველად მივფრინავთ დასასვენებლად” – ლელა წურწუმია ოჯახთან ერთად დუბაიში ისვენებს

სრულად წაკითხვა