ჟურნალმა Time-მა ლეონარდო დიკაპრიო 2025 წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელა. Time-მა აღნიშნა, რომ დიკაპრიომ „ააშენა კარიერა, რომელზეც ბევრი მისი ბევრი თანატოლი ოცნებობდა“. დიკაპრიომ პირველი მთავარი როლი 1993 წელს გადაღებულ ფილმში „ამ ბიჭის ცხოვრება“ შეასრულა, რომელშიც რობერტ დე ნიროსთან ერთად თამაშობდა. ფილმი „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო მთავარ როლს ასრულებს, წელს ოქროს გლობუსის ნომინაციების ლიდერი გახდა.

„დიკაპრიოს, რომელიც შვიდჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და ერთი ოსკარი მოიგო, აქვს ნიჭი, გააკეთოს ერთი შეხედვით არასწორი არჩევანი, რომელიც საბოლოოდ, სწორი აღმოჩნდება. მას კარგი ინტუიცია აქვს და იცის, მას როდის მიჰყვეს. დიკაპრიო მუშაობს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ენდობა, ის ინვესტიციებს დებს პროექტებში, რომლებისაც სჯერა“, – წერს Time.

გამოცემამ აღნიშნა, რომ სხვა ფაქტორებიც არსებობს, რომლებიც მსახიობს პოპულარულს ხდის.
„30 წლიანი კარიერის შემდეგ, რომელიც ძირითადად არაპროგნოზირებად ფსონებს ეფუძნება, მაყურებელს მისი ნახვა კვლავ სურს, შესაძლოა უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე. თუნდაც წვერიანი რევოლუციონერის როლში, რომელსაც ის პოლ თომას ანდერსონის ფილმში „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“თამაშობს“ – დასძენს Time.

ლეონარდო დიკაპრიო 51 წლისაა, 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა და ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA, ვერცხლის დათვი და მრავალი სხვა ჯილდო მიიღო, არადა, შეიძლებოდა, რომ კინოინდუსტრიას ეს ნიჭიერი მსახიობი დაეკარგა – ბავშვობაში ლეონარდო საზღვაო ბიოლოგიის შესწავლაზე ოცნებობდა და გადაშენების პირას მყოფი თევზების სახეობები და წყლის ეკოსისტემები აინტერესებდა.
ლეომ მომავალი პროფესიის შეცვლა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც მისმა ნახევარძმამ რეკლამაში მონაწილეობისთვის 50 000 დოლარი მიიღო. მომავალმა მსახიობმა გააცნობიერა, რომ ადამიანების პაროდირების ნიჭი მას ქონების დაგროვებაში დაეხმარებოდა და კასტინგებზე სიარული დაიწყო.

ახალგაზრდობაში ლეო კლუბური ცხოვრებით იყო ცნობილი, თუმცა ამბობს, რომ აკრძალული ნივთიერებები არასოდეს გაუსინჯავს!
მაშინ როგორ შეძლო ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია ფილმში „უოლ-სტრიტის მგელი“ ასე დამაჯერებლად ეჩვენებინა? როგორც ირკვევა, როლზე მუშაობის დროს ის ნარკოლოგთან მუშაობდა და ჯონა ჰილთან ერთად YouTube-ზე ვიდეოებს ნარკომანების შესახებ უყურებდა.

ბოლო დროს, ლეონარდო დიკაპრიო ქველმოქმედებას საკმაოდ დიდ დროს უთმობს, უფრო მეტს, ვიდრე კინოს. 2019 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ საკუთარი ფონდიდან 20 მილიონ დოლარს გარემოს დაცვისთვის გამოყოფს. 2000-იანი წლების ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ტიტანიკის უკანასკნელი გადარჩენილი მგზავრი – მილვინა დინი, რომელიც კატასტროფის დროს ორი თვის იყო, 98 წლის ასაკში იძულებული გახდა სამკაულები გაეყიდა, რომ სამედიცინო და მოხუცებულთა თავშესაფრის ხარჯები გადაეხადა. ლეონარდო დიკაპრიომ, ქეით უინსლეტმა და ჯეიმს კამერონმა 30 000 – 30 000 დოლარი შეაგროვეს, რომ დინს დარჩენილი ცხოვრება კომფორტულად გაეტარებინა.
ასევე დაგაინტერესებთ

9 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·