#OK! საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებულმა იანმა დვალიშვილზე 1.6-ჯერ ნაკლები თანხა გამოიმუშავა

12 hours ago 3

UFC-ის ახალმა ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში პეტრე იანმა ლას-ვეგასში გამართულ საჩემპიონო ბრძოლაში ქართველ მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე 1.6-ჯერ ნაკლები გამოიმუშავა, თუმცა ეს მის კარიერაში ყველაზე დიდი ანაზღაურებაა.

 Ян заработал за  бой в 1,6 раза меньше, чем Двалишвили. Спорт-Экспресс

სპორტული სააგენტო Sporty Salaries-ის მონაცემებით, იანმა ბრძოლაში მონაწილეობისთვის 500,000 აშშ დოლარი გამოიმუშავა, სპონსორებისგან – 32,000 აშშ დოლარი მიიღო, საღამოს საუკეთესო ბრძოლისთვის – 50,000 აშშ დოლარი და ნახვების გაყიდვიდან – 850,000 აშშ დოლარი. საერთო ჯამში, რუსი მებრძოლის შემოსავალმა 1.43 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Гонорар Петра Яна и Дейвисона Фигейреду за бой 23 ноября 2024 года

ორთაბრძოლაში დამარცხებული დვალიშვილის შემოსავალი 1.63-ჯერ მეტი იყო – 2.34 მილიონი აშშ დოლარი.  მონაწილეობისთვის -750 000 აშშ დოლარი, სპონსორებისგან – 42,000 აშშ დოლარი, საღამოს საუკეეთეს ბრძოლისთვის – 50,000 აშშ დოლარი და ნახვების გაყიდვიდან – 1.5 მილიონი აშშ დოლარი.

Мераб Двалишвили стал самым проверяемым бойцом UFC - İdman və Biz

სამწუხაროდ, 34 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ს რეკორდის დამყარება ვერ შეძლო – მან ერთ წელში ქამარი სამჯერ დაიცვა, ხოლო ოთხჯერ ამის გაკეთება აქამდე ვერავინ შეძლო.

2025 წელს, ქართველმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვი, შონ ო’მალი და კორი სანდჰაგენი დაამარცხა. 7 დეკემბერს დვალიშვილმა კარიერაში მეხუთე მარცხი განიცადა, ხოლო 2018 წლის აპრილის შემდეგ პირველი.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 26 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! მერაბ დვალიშვილის და ნინა დრამას ქართული არდადეგები

სრულად წაკითხვა