1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, 72-ე და სენტრალ პარკ უესტის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, სტუდიიდან შინ დაბრუნებულ ჯონ ლენონს ობსესიური აშლილობის მქონე ფანმა, მარკ დევიდ ჩეპმენმა ხუთი ტყვია ესროლა და მოკლა. 40 წლის მუსიკოსის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 46 წლის შემდეგ, ალან ტანენბაუმმა საზოგადოებას ლენონის უკანასკნელი ფოტოები აჩვენა.
ალან ტანენბაუმი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი და ფოტო-დოკუმენტალისტია, რომელმაც 1970-იან და 1980-იან წლებში მუსიკალურ ინდუსტრიაში წარმატებული კარიერა გაიკეთა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოგონება ჯონ ლენონს და იოკო ონოს უკავშირდება. ფოტოგრაფი მუსიკოსს მისი სიცოცხლის ბოლო კვირებში შეხვდა, რასაც „John & Yoko: A New York Love Story“-ის სერია მიუძღვნა.

ფოტოგრაფმა ჟურნალ „People“-ს ლენონთან მუშაობის შესახებ უამბო. ისინი ერთმანეთს პირველად 1975 წელს შეხვდნენ.
„მე The Beatles-ის დიდი გულშემატკივარი ვიყავი და ჯონი ჩემი ფავორიტი იყო. ის მაგარი იყო მუსიკაში, ხელოვნებაში, სამსახიობო ოსტატობაში და ძალიან მხიარული ადამიანი იყო. მე წამიყვანეს სასტუმროში, სადაც ჯგუფს რეპეტიცია ჰქონდა. მუსიკოსებს სასაცილო კომბინიზონები ეცვათ და დამცავი ნიღბები ეკეთათ, ჯონს მხოლოდ წითელი კომბინეზონი ეცვა და ამ დღეს გავიცანი“– იხსენებს ტანენბაუმი.
ხუთი წლის შემდეგ ტანენბაუმი კვლავ შეხვდა ლენონს.
„მან და იოკო ონომ გადაწყვიტეს, რომ ახალი ალბომის, „Double Fantasy“-ს რეკლამა უნდა გაეკეთებინათ. რედაქტორებს შევთავაზე, რომ ჯონთან, იოკოსთან და მათ ახალ ალბომთან ერთად რამე გვეცადა და რედაქტორებს ეს იდეა მოეწონათ“, – იხსენებს ფოტოგრაფი.
ფოტოგრაფმა გაიხსენა, რომ ჟურნალის გარეკანისთვის ფოტოს გადასაღებად თავის სტუდიაში შეხვედრა მოაწყო. იმ დღეს გადაღებული ფოტოები ტანენბაუმმა ვარსკვლავის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 46 წლის შემდეგ საზოგადოებას წარუდგინა.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ჯონ ლენონის იშვიათი და ბევრისთვის აქამდე უცნობი 16 ვინტაჟური ფოტო არქივიდან

6 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·