#OK! რას სთავაზობს არქი მათ, ვისაც ბინის შეძენა ისნის რაიონში სურთ?

1 week ago 12

საქართველოში ლიდერ დეველოპერულ კომპანია არქის 17-წლიანი გამოცდილება აქვს, რა დროშიც კომპანიამ წარმატებით დასრულა 49 პროექტის მშენებლობა თბილისის ყველა უბანში. ამ ეტაპზე არქი 20 პროექტს აშენებს და კიდევ არაერთი საცხოვრებელი სახლისა თუ ბრენდული სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. ლიდერი დეველოპერული კომპანია მრავალი წელია მომხმარებლის ნდობას იმსახურებს, რადგან მუდმივად ვითარდება და მაცხოვრებელს მაღალ ხარისხს სთავაზობს. არქის თითოეული გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მორგებულია მაცხოვრებლების სურვილებს. დღესდღეობით თბილისში ახალაშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებზე დიდი მოთხოვნაა, სწორედ ამიტომ, გამოვყავით თბილისის ერთ-ერთი უბანი ისანი, რომელიც მოთხოვნადი უბანია და მისი პოპულარობა ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება. ისნის რაიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებულია და გადადგილებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის კეთილმოწყობილი მეტროსადგური. ამ უბანში ყველაფერია, რაც ყოველდღიურობისთვისაა საჭირო, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ცენტრები, ბანკები, აფთიაქები, სუპერმარკეტები და კვების ობიექტები, ასევე, დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“. არქის ისანში ორი პროექტი აქვს, რომელთა შესახებაც დეტალურად მოგიყვებით.

დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსი არქი ისანი

არქის ბინები ისანში ჯერ კიდევ შეგიძლიათ დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსში არქი ისანი, რომელიც არქის პროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. კომპლექსი საუკეთესო ადგილას მდებარეობს, მეტროსადგური ისნიდან მხოლოდ ორი წუთის სავალზე, ჰიპერმარკეტ „კარფურის“ გვერდით. არქი ისანი აერთიანებს 5 საცხოვრებელ სახლს და მისი ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლების, მათ შორის, პატარა არქელების კომფორტზეა გათვლილი. კომპლექსს დიდი, 10 000 კვ.მ. ეზო აქვს, სადაც გამწვანებული და კეთილმოწყობილი სკვერი, საბავშვო სივრცე და სპორტული მოედანია განთავსებული. სწორედ ამ კომპლექსის ეზოში ხშირად სპეციალურად არქელებისთვის გასართობი ღონისძიებები იმართება. რა თქმა უნდა, როგორც არქის ყველა პროექტში, აქაც გათვალისწინებულია ღია და დახურული ავტოსადგომები.

არქის მიმდინარე პროექტი გაბრიელ სალოსის გამზირზე

მათთვის, ვისაც გამწვანებულ და მშვიდ ადგილას სურთ ცხოვრება ბინები გაბრიელ სალოსზე უნდა შეიძინონ. პროექტი არქი ისანი 2 ისანში, გაბრიელ სალოსის გამზირზე შენდება და გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურით. 17-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მოსაპირკეთებლად უმაღლესი ხარისხსის მასალა გამოიყენება, რაც პროექტის იერსახეს განსაკუთრებულს ხდის. მაცხოვრებლების კომფორტზე მორგებული ბინებიდან ულამაზესი ხედები იშლება, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის არქი ისანი 2-ში ცხოვრებას. პროექტი მოიცავს გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ეზოს, ღია და დახურულ ავტოსადგომს.

მშენებლობის ხარისხი

არქი ყველა პროექტის მშენებლობისას საერთაშორისო სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის მასალებს მასალებს იყენებს. თითოეული პროექტი შენდება გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით, რომელიც ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ იტონგის ბლოკით აშენებულ შენობაში ტემპერატურა უფრო დიდხანს ნარჩუნდება და შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, ეს კი კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. არქის პროექტების სიმყარის გარანტიაა მსოფლიოში ლიდერი ბრენდის ჰაიდელბერგცემენტის მაღალი ხარისხის ბეტონი. ასევე, უნდა აღინიშონს საცხოვრებელი სახლების მოპირკეთება, რისთვისაც არქი ევროპული ხარისხის, გამძლე მასალას იყენებს, რაც ყველა პროექტის დახვეწილ იერსახეს უზრუნველყოფს.

რა მდგომარეობაში ბარდება ბინები და შეძენის პირობები

არქელებს ნებისმიერ პროექტში ბინა პრემიუმ კარკასით ბარდებათ, რაც ნიშნავს, რომ ბინაშია ევროპული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინებით, იზოთაბაშირით გალესილი კედლები, ცენტრალური დგარები მიყვანილი ბინამდე, მოჭიმული იატაკი, დამონტაჟებული გათბობის მილები, აივანზე დაგებული კერამოგრანიტის ფილები, ელექტროობის გამართული ქსელი და შესასვლელი რკინის კარი.

ბინის შეძენის მსურველებს არქი კომფორტულ, მათზე მორგებულ გადახდის პირობებს სთავაზობს: 12 წლამდე განვადება, არანაირი პირველადი შენატანი და მოქნილი გადახდის გრაფიკი. პერსონალური ასისტენტები მომხმარებელს დაეხმარებიან სასურველი ბინის შერჩევაში და დაეხმარებიან ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე შეძენაში. არქის ნებისმიერ პროექტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: 2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22

სრულად წაკითხვა