და აი, დადგა დღე, როდესაც თქვენს წინაშეა OK!-ს ახალი პროდუქტი, რომელიც მთლიანად სამედიცინო სფეროს ეხება; ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ბევრი ვინერვიულეთ და შევკარით თემები, რომლებიც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი გვეგონა.
სიმბოლურია, რომ ეს გამოცემა ოქტომბერში გამოდის – თვეში, რომელიც ვარდისფრად იხსენიება და ყველა ქალს მოუწოდებს ჩეკაპის ჩატარებისკენ.
ამ გამოცემაში წარმოგიდგენთ სამედიცინო სფეროს საუკეთესო წარმომადგენლებს – მათ, ვინც ჯარისკაცებივით დგანან ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე და ყოველდღე იბრძვიან ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის.
OK! Doctors არა მხოლოდ წარმატების ისტორიებს გვიყვება, არამედ იმ ღირებულებებსაც გვახსენებს, რომლებიც ჯანმრთელ ცხოვრებას, პრევენციასა და საკუთარ თავზე ზრუნვას უკავშირდება.