#OK! „რაც უნდა, ის თქვას“ – სელენა გომესმა ჰეილი ბიბერს უპასუხა

2 weeks ago 30

ორიოდე დღის წინ, „The Wall Street Journal“-თან ინტერვიუში ამერიკელმა მოდელმა, ჰეილი ბიბერმა აღიარა, რომ ძალიან ღიზიანდება, როდესაც მის კოსმეტიკურ ბრენდ Rhode-ს და თავად მას მომღერალ სელენა გომესს და მის ბრენდ Rare Beauty-ს ადარებენ.

Селена Гомес и Хейли Бибер отписались друг от друга в соцсетях

„უსიამოვნოა, როდესაც სხვებს გადარებენ. თუ ადამიანებმა შენზე წარმოდგენა შეიქმნეს, ამას ვეღარ შეცვლით. მე ვერ ვგრძნობ კონკურენციას იმ ადამიანებთან, რომლებიც არ შთამაგონებენ“, – დაასკვნა 28 წლის მოდელმა.

ამ ინტერვიუს შემდეგ, მოდელს თავზე მომღერლის თაყვანისმცემლების კრიტიკა დაატყდა, ამიტომ სელენა გომესმა გადაწყვიტა სადავო ინტერვიუზე კომენტარი გაეკეთებინა.

„დატოვეთ გოგონა მარტო. რაც უნდა, ის თქვას, ეს ჩემს ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ეს შესაბამისობის საკითხია და არა ინტელექტის. ეცადეთ უფრო კეთილები იყოთ. ყველა ბრენდი შთამაგონებს, ადგილი ყველასთვის მოიძებნება. იმედი მაქვს, რომ ყველა შევძლებთ შევჩერდეთ“, – წერს გომესი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის სელენა გომესი წლების წინ ჰეილი ბიბერის ქმარს, ჯასტინ ბიბერს ხვდებოდა. ეს ხანგრძლივი და რთული ურთიერთობა იყო, რომელიც პერიოდულად წყდებოდა და ისევ გრძელდებოდა. სელენას ბევრ გულშემატკივარს მიაჩნია, რომ ჰეილიმ სელენას საქმრო წაართვა.

Подробная хроника отношений Джастина Бибера, Селены Гомес и Хейли Болдуин | Lifestyle | Селдон Новости

სელენამ და ჰეილიმ არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ შორის არანაირი მტრობა არ არსებობს და ორივეს თავისი ცხოვრება აქვს. შარშან ჰეილიმ ჯასტინს ვაჟი გაუჩინა, ხოლო სელენამ ცოტა ხნის წინ თავის შეყვარებულზე, მუსიკალურ პროდიუსერ ბენი ბლანკოზე იქორწინა.

Селена Гомес и Бенни Бланко обручились летом, но скрывали помолвку из-за рождения сына у Джастина

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! “5 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ, შენი ჩემი გული დაატყვევე, მიყვარხარ” – ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ქორწინების ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავენ

სრულად წაკითხვა