ამერიკულმა Forbes-მა 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა. მაიკლ ჯექსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი გარდაცვლილი მომღერალი გახდა. ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ლეგენდარული მუსიკოსის სიმღერებიდან მიღებულმა ჰონორარებმა მხოლოდ 2025 წელს მის მემკვიდრეებს 105 მილიონი დოლარი მოუტანა, თანაც ეს ყველაზე მომგებიანი წელი არაა. 2018 წელს როიალტის შემოსავალმა 400 მილიონი დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში, პოპის მეფემ 2009 წელს გარდაცვალებიდან დღემდე 2.4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ცნობისთვის, როიალტი (Royalty) საფასურია, რომელსაც სხვისი გარკვეული სახეობის საკუთრების გამოყენების უფლებისთვის ვიხდით. მათ შორის როაილტია, როდესაც კომპოზიტორს მისი დაწერილი სიმღერის ტელევიზიაში, რადიოში, რესტორნებში და ა.შ. სხვადასხვა ადგილებში გამოყენებისთვის გარკვეულ თანხას უხდიან.
Forbes-ის 2025 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1 მაიკლ ჯექსონი – $105 მილიონი

2 თეოდორ სიუზი – $85 მილიონი

3 -4 ადგილებს იყოფენ რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი- (Pink Floyd) – $81 – $81 მილიონი


5 The Notorious B.I.G. – $80 მილიონი

6 მაილზ დევისი – $21 მილიონი

7 ელვის პრესლი – $17 მილიონი

8 ჯიმი ბაფეტი – $14 მილიონი

9 ბობ მარლი – $13 მილიონი

10 ჯონ ლენონი – $12 მილიონი

11 პრინსი – $11 მილიონი

12 არნოლდ პალმერი – $11 მილიონი
/nginx/o/2018/07/12/8741812t1h4ce4.jpg)
13 კობი ბრაიანტი – $10 მილიონი

მაიკლ ჯექსონი პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აღიარეს, რომელსაც კარიერის მანძილზე 13 გრემის ჯილდო აქვს მიღებული. მუსიკოსი 2009 წელს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი მუსიკალური მემკვიდრეობა დღემდე განხილვის საგანია.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მაიკლ ჯექსონის როლს ფილმში მისი ძმის შვილი ჯაფარ ჯექსონი ითამაშებს

9 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·