#OK! რობოტი მთავრობაში – ალბანეთმა ხელოვნური ინტელექტი მინისტრად დანიშნა

2 days ago 2

ალბანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც კოდებისა და ალგორითმების საფუძველზე შექმნილი მინისტრი ჰყავს. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილ ვირტუალურ ჩინოვნიკის სახელია დიელა (Diella), რაც ალბანურად მზის შუქს ნიშნავს. ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას განცხადებით, დიელა სახელმწიფო შესყიდვების მთელ პროცესზე იქნება პასუხისმგებელი.

პირველი რობოტი მთავრობის შემადგენლობაში

ედი რამამ ჯერ კიდევ ზაფხულში მიანიშნა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ალბანეთს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მინისტრი ან თუნდაც პრემიერ-მინისტრი ეყოლებოდა, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა.

ხუთშაბათს, ტირანაში გამართულ სოციალისტური პარტიის შეკრებაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ცვლილებები გამოაცხადა, მან მთავრობის შემადგენლობაში პირველი რობოტი წარადგინა.
„დიელა არის მთავრობის პირველი წევრი, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, თუმცა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ვირტუალურადაა შექმნილი “ – განაცხადა რამამ.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლა ტენდერებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს სამინისტროებში აღარ მიიღებენ. მათზე პასუხისმგებლობა ციფრულ სისტემას ეკისრება, რაც პროცესს კორუფციისგან სრულიად თავისუფალს და გამჭვირვალეს გახდის.

ალბანელები დიელას უკვე კარგად იცნობენ. ის პლატფორმა e-Albania-ზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები თითქმის ყველა სახელმწიფო მომსახურებას ონლაინ იღებენ. დიელას ახალგაზრდა გოგონას სახით, ავატარი ჰყავს, რომელიც ალბანეთის ეროვნულ სამოსშია გამოწყობილი. ახალი ვირტუალური მინისტრი ასევე ტენდერებს შეაფასებს და ბიუროკრატიული ბარიერების დამსხვრევით, შეძლებს ნიჭიერი ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიიზიდოს.

ალბანეთი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კორუფციას მრავალი წლის განმავლობაში აწყდებოდა, რასაც ევროკავშირის ანგარიშებშიც აისახებოდა.
ედი რამამ, რომელიც 2025 წლის მაისში პრემიერ-მინისტრად  მეოთხედ აირჩიეს, პირობა დადო, რომ ქვეყანას 2030 წლისთვის ევროკავშირში შეიყვანდა და ცდილობს საკუთარი პირობა შეასრულოს.

და ბოლოს, თანამედროვე ცხოვრებაში მეტ AI-ს ინტეგრაციაზე ჟურნალ OK-ის სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

სრულად წაკითხვა