AA (Alcoholics Anonymous) არის საერთაშორისო მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც შეიქმნა ადამიანებისთვის, რომლებსაც ალკოჰოლთან პრობლემა აქვთ და სურთ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. AA-ის წევრები რეგულარულად ხვდებიან და უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას.
ბრედ პიტმა გულწრფელად ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, როცა ალკოჰოლიკთა ანონიმურ ჯგუფებს უერთდებოდა.
ბრედმა, რომელიც ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ესწრებოდა 12-ეტაპიან შეხვედრებს, ამ გამოცდილებას განსაკუთრებულს უწოდებს.
პიტისა და ჯოლის განქორწინებას წინ უძღოდა დაძაბული ინციდენტი, რომელიც პიტის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო დაიწყო. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მან ფიზიკურად იძალადა ჯოლიზე და მათ ორ შვილზე. გამოძიების შემდეგ, არც FBI-იმ და არც ლოს-ანჯელესის ბავშვთა და ოჯახთა სამსახურმა პიტს ბრალი არ წაუყენა.
შეგახსენებთ, რომ პიტი ამჟამად ურთიერთობაშია ინეს დე რამონთან. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი წელია ხვდებიან.