#OK! როგორ შენდება თბილისი – m²

3 weeks ago 15

უკვე 16 წელია, რაც m² მოღვაწეობს ბაზარზე და სამშენებლო-დეველოპერულ სექტორს ავითარებს. ამ დროიდან მოყოლებული – კომფორტული ცხოვრების კონცეფციის განვითარებით, უსაფრთხოებისა და მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვით, განსაკუთრებულ ადგილებში განსაკუთრებული საცხოვრებელი სივრცეებისა და ახალი, ინოვაციური უბნის ტიპის პროექტების შეთავაზებით – იზიდავს მომხმარებელს და აძლევს მას საშუალებას, იცხოვროს სრულყოფილად, ხმამაღლა და თავისი ცხოვრებით.

მძლავრმა ფინანსურმა რესურსმა და ეფექტიანმა მენეჯმენტმა, წლების მანძილზე გაცემული დაპირებების შესრულებამ კომპანიას მომხმარებლის ნდობა და შედეგად, ბაზრის ლიდერობა მოუტანა.

მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობამ, მათ მოთხოვნებსა და სტანდარტებზე მორგებამ კომპანიის განვითარება ახალ საფეხურზე აიყვანა. ისეთ ლიდერ საინჟინრო კომპანიებთან პარტნიორობამ, როგორიც ILF-ია, უსაფრთხო, მდგრადი განვითარების სტრატეგიაზე მორგებული სამშენებლო პროექტები და მშენებლობის პროცესი უზრუნველყო. m²-ის პროექტებში ადამიანი დაცულია როგორც სამშენებლო მოედანზე მუშაობის, ისე ბინადრობის დროს, პროექტის განხორციელება კი ისე ხდება, რომ ის ჰარმონიზებული იყოს გარემოსა და მიმდინარე საჭიროებებთან.

თბილისში m²-ს უკვე განხორციელებული აქვს 11 პროექტი; მის კომპლექსებს ემსახურება მენეჯერი, უზრუნველყოფილია დაცვა, სადარბაზოების დასუფთავება და გამწვანების მოვლა. უსაფრთხოებასა და კომფორტს ქმნის:

o სასმელი წყლის ტუმბოები;

o გენერატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების, სასმელი წყლის ტუმბოების, ლიფტების, პარკინგის, კორიდორების, საზოგადოებრივი სივრცის და შიდა ეზოს საევაკუაციო და ავარიულ განათებას;

o საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.

ენერგოეფექტური მასალების გამოყენება ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და 23%-ით ზოგავს ყოველთვიურ კომუნალურ გადასახადებს. კომპლექსებში განთავსებულია შიდა ეზოები და სარეკრეაციო ზონები; საბავშვო სივრცე და სპორტული მოედნები; ღია და დახურული ავტოსადგომები.

დღეს კომპანია თბილისში სამ გამორჩეულ პროექტს ავითარებს, ესენია – ინოვაციური, პირველი დახურული ტიპის უბანი m³ საბურთალო – სადაც „სახლს მთელი უბანი მოჰყვება“. აქ ტერიტორიიდან გაუსვლელად ადამიანებს შეეძლებათ საკუთარი, განსაკუთრებული ცხოვრებით ცხოვრება. პროექტის შუაგულში განთავსდება 14 000 კვ.მ.-ზე გადაჭიმული გამწვანებული პარკი, სპორტული მოედნები, სარეკრეაციო და გასართობი სივრცეები, რესტორნები, კაფეები, მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი და საერთო სამუშაო სივრცეები.

ამავე უბნის გაგრძელებაზე გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე m²-ის პირველი ცათამბჯენი – m² Highlight შენდება, რომელიც ამ უბანს კიდევ უფრო გამორჩეულსა და განსაკუთრებულს გახდის. m² Highlight-ის არქიტექტურული გადაწყვეტა თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებსა და გემოვნებაზეა მორგებული. ის 36- და 26-სართულიან ორ შუშის ნაგებობას გააერთიანებს, სადაც დამოუკიდებელი ცხოვრების მსურველი ადამიანები, ახალგაზრდა წყვილები თუ ოჯახები, რომლებსაც მაღალსართულიან კომპლექსებში თანამედროვე და დინამიკური გარემო იზიდავთ, შეძლებენ მიიღონ საუკეთესო შეთავაზება, „აუწიონ ცხოვრებას“ და იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით. პროექტი მოიაზრებს ღია ტერასებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, საოფისე და კომერციულ ფართებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებსა და კომპლექსის მენეჯერის მომსახურებას.

თბილისიდან 13 წუთის სავალზე, მთაწმინდის პარკის გვერდით, 750 მეტრის სიმაღლეზე, ეკოლოგიურ ზონაში, ოქროყანაში, შენდება m²-ის ახალი საცხოვრებელი პროექტი „m² მთაწმინდის პარკთან“, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანს, იყოს „შორს ხმაურისგან, ახლოს საკუთარ თავთან“. აქ, განსაკუთრებულ, ბუნებრივ გარემოში, კომპანია ერთ სივრცეში ისეთი ადამიანების მოზიდვას ისახავს მიზნად, რომლებმაც უკვე მიაღწიეს მატერიალურ წარმატებას, ნაკლებად აინტერესებთ ყოველდღიური ხმაური და თავს მეტი სიმშვიდის, სიჯანსაღის, გაცნობიერებისა და თანხმობაში ყოფნის ფუფუნებას აძლევენ.

პროექტი, რომლის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, 20 000 კვადრატულ მეტრ ნაძვნარში აშენებულ 6 ხუთსართულიან შენობას წარმოადგენს და მოიცავს სახლებს სხვადასხვა დაგეგმარების ეზოებითა თუ ტერასებით, ერთ სართულზე განთავსებული სივრცეებითა და დუპლექსებით. პროექტი ისეა დაგეგმილი, რომ თითოეული სახლიდან განსაკუთრებული პანორამული ხედი იშლება.

აღსანიშნავია, რომ სუფთა და ჟანგბადით მდიდარი გარემო დახურული ავტოსადგომებითა და მშენებლობისას გამოყენებული ენერგოეფექტური მასალებით არის მხარდაჭერილი.

მთაწმინდის პარკთან სიახლოვე აქ მაცხოვრებელ ადამიანებს საშუალებას მისცემს, თბილისის ისტორიულ უბანთან წვდომისთვის ფუნიკულიორის საბაგირო გამოიყენონ. მოძრაობის გასაადვილებლად მთაწმინდის პარკიდან m²-ის კომპლექსამდე ივლის ელექტრომობილი.

m² -ის პროექტები ასახავენ კომპანიის მისიას – შექმნა და განავითარო ისეთი თანამედროვე სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავიშირებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან და მისცემენ საშუალებას, იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით.

m² – იცხოვრე ისე, როგორც არავის უცხოვრია, იცხოვრე შენი ცხოვრებით! 

სრულად წაკითხვა