#OK!სახლში – ანკა ქოიავა

2 months ago 40

,,OK! სახლში” დიზაინერ ანკა ქოიავას ესტუმრა.

  

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახლის მოწყობის პროცესში?

ამ სახლის პროექტზე იმუშავა ზვიად სურგულაძემ და ჩვენთვის როგორც დამკვეთებისთვის მნიშვნელოვანი იყო სახლი ყოფილიყო ნათელი კომფორტული და ჩვენს ცხოვრების რიტმსა და ხასიათზე მორგებული.

როგორ აღწერდით ინტერიერის დიზაინის სტილს?

ეს სახლი როგორც მოდერნისტული ასევე მინიმალისტური.

ვინ არის შენთვის შთაგონების წყარო დიზაინში?

ესე კონკრეტულად დიზაინერი ან სტუდია, რომელიც ჩემთვის შთაგონების წყარო ხდება ესე არ მაქვს მაგრამ პირველი შეხება დიდი წყარო საიდანაც წამოვიდა ჩემთვის ინტერიერის დიზაინთან კავშირი იყო ჩემი უნივერსიტეტი. შემდეგ უკვე კოპენჰაგენის დიზაინის დღეები რომელზეც მე თუ არ ვარ ფიზიკურად სულ ვადევნებ თვალს ონლაინ იმიტომ რომ იმ სამ დღეში ხდება ბევრი საინტერესო დიზაინის მხრივ.

საყვარელი დეკორი/ნივთი

რამე კონკრეტული ნივთი, რომელიც ჩემთვის  ყველაზე საყვარელი არის ესე არ მაქვს თუმცა ძალიან მიყვარს ეს ორი თარო – მათზე თითოეული ობიექტი რომელიც დევს დიდი დაკვირვებით ავარჩიეთ.

რა არის შენთვის კომფორტი?

კომფორტი ჩემთვის არის ეს სახლი დიდი ხანია აქ არ ვცხოვრობდით თუმცა, თავიდანვე კომფორტული და თბილი ატმოსფერო მალევე შეიქმნა.

სად ატარებ ყველაზე დიდ დროს სახლში? 

სამზარეულოში, დატვირთული დღის მერე აქ ვიკრიბებით და ვსაუბრობთ ხოლმე.

შენი ოცნების სახლი?

სულ მეგონა რომ კორპუსში ცხოვრება იყო ჩემი მაგრამ ამ ბოლო დროს ვხვდები რომ სიამოვნებით ვიცხოვრებდი კერძო სახლში დიდი ეზოთი და მცენარეებით დავტვირთავდი .

სრულად წაკითხვა