#OK! სახლში – გიგი დედალამაზიშვილი და მარინა კარპი.

1 month ago 32

OK! სახლში სტუმრად „მგზავრების“ სოლისტ  გიგი დედალამაზიშვილთან და ფოტოგრაფ მარინა კარპისთან.

როგორ შეარჩიეთ ეს სახლი?

(გიგი): 4 წელი ვცდილობდით რომ გვეყიდა ეს ბინა, ხედი იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ბავშვობიდან მინდოდა ანძის ყურება.

რა დეტალებზე გააკეთეთ აქცენტი სახლის მოწყობისას? 

(მარინა):  იყოს გრძნობა რომ ჩვენია ეს. ისეთი დეტალები გვაქვს სახლში რომ თქვენ  დეტალიდან გაიგებთ რომ ჩვენ ვცხოვრობთ მე და გიგი აქ.  ამ სახლმა ჩვენზე უკეთ იცის ვინ ვართ ჩვენ.

მნიშვნელოვანი დეკორი?

(გიგი): ბუხარი არის ჩემთვის ვნახე თუ არა ეს ბუხარი მომეწონა.

საყვარელი ადგილი სახლში 

(მარინა): ტერასა ერთადერთი რაც არ მიყვარს ქარიანია მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს მწვანეა ჰაერია… თან ჩვენი ანძა ჩანს.

(გიგი): ალბათ საძინებელი ძილი მიყვარს ძალიან.

როგორ აღწერდით თქვენს სახლს სამი სიტყვით?

(მარინა): მზიანი ნათელი მხიარული

(გიგი): მწვანე, გვიყვარს მცენარეები, მწვანე მწვანე და მწვანე

რა არის თქვენთვის კომფორტი?

 (მარინა): ჩვენი სახლი არის ჩვენი ოჯახი, და ოჯახთან კავშირდება და ჩემი კომფორტის ზონაა როცა ყველა ერთად ვართ.

 (გიგი): ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ვიტყვი.

სრულად წაკითხვა