#OK! „სფერა“ – შემოაბიჯე სრულყოფილ გარემოში

3 weeks ago 25

დეველოპერული კომპანია „სფერა“ ბაზარზე 4 წელია წარმატებით ოპერირებს. კომპანია მოხმარებელს სთავაზობს მყუდრო, უსაფრთხო და კომფორტულ საცხოვრებელ სივრცეს. „სფერა“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნაგებობების უსაფრთხოებასა და მდგრადობას, სწორედ ამიტომ კომპლექსები უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით შენდება. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სამშენებლო სფეროში თანამედროვე მიდგომების დანერგვაა, ხოლო სტრატეგიული მიმართულება კი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება. „სფერას“ მიმდინარე პროექტზე დეტალურად კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, ეთუკა ცხაკაია, გვესაუბრა.

ეთუკა ცხაკაია: კომპანია „სფერას“ მიზანი დაარსების დღიდან არის ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც კომფორტული და მშვიდი ცხოვრების გარანტიაა. „სფერას“ გუნდი მშენებლობის დაგეგმვის პროცესში ყოველთვის ითვალისწინებს ადგილმდებარეობას – აუცილებელია იყოს რეკრეაციული ზონა, სადაც მობინადრეები შეძლებენ განტვირთვას და სუფთა ჰაერზე დასვენებას. თითოეული ბინის გეგმარება მორგებულია მომხმარებლის ინტერესებზე. „სფერა“ გაძლევთ საშუალებას, თქვენთვის სასურველი ბიუჯეტის ფარგლებში შეარჩიოთ ბინა. ეს არის სანდო და მიზანზე ორიენტირებული კომპანია.

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

დღეისთვის გვაქვს 1 დასრულებული პროექტი, რომელიც ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის 51 ნომერში, ტყე-პარკის მიმდებარედ მდებარეობს და უკვე შესულია ექსპლუატაციაში. მიმდინარე პროექტი კი არის „სფერა ნუცუბიძე“, რომელიც საბურთალოზე, ბესარიონ ჟღენტის 94 ნომერში, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს. კომპლექსი შედგება 2 ბლოკისგან. პირველი ბლოკი მოიცავს 17-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს შიდა ტიხრებისა და მოპირკეთების სამუშაოები; ასევე, რა თქმა უნდა, უკვე დაწყებულია ბინების გაყიდვების პროცესი. მეორე ბლოკი მოიცავს 18-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. პროექტიდან იშლება თბილისის პანორამული ხედი. ბინები ბარდება თეთრ კარკასულ მდგომარეობაში.

გვესაუბრეთ „სფერას“ უპირატესობებზე.

„სფერას“ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სამშენებლო სფეროში თანამედროვე მიდგომების დანერგვაა, ხოლო სტრატეგიული მიმართულება კი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნება. „სფერა ბაგები“ იყო პირველი საცხოვრებელი კორპუსი საქართველოში, სადაც 10 კვტ-იანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურია დამონტაჟებული. მზის ენერგია არის ეკოლოგიურად სუფთა, ამცირებს ნახშირორჟანგის ჰაერში გამოყოფის ოდენობას და ქმნის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს. სწორედ ამიტომ, 18 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის სფერა ნუცუბიძის პროექტშიც დავაყენეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ „სფერას“ თითოეული პროექტის მობინადრეები მუდმივად არიან უზრუნველყოფილი საერთო სარგებლობის სივრცეებისა და ეზოს ტერიტორიის განათებისთვის საჭირო ელექტროენერგიით. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენი კომპლექსი უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური მასალების გამოყენებით შენდება. გარე ფასადის მოპირკეთება ხდება მეტეხის კერამობლოკით და გერმანული ფირმის, „კლინკერის“ საფასადე ფილით.

შიდა სივრცეში ვაყენებთ „ოტისის“ ფირმის ლიფტებს, რომლებიც ხარისხსა და უსაფრთხოებასთან ასოცირდება. კომპლექსი დამუშავებულია თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის საშუალებებით. ბინების მაქსიმალური სიმყუდროვისთვის კი ალუმინის მაღალი ხარისხის კარ-ფანჯარა დამონტაჟდება.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

„სფერას“ სლოგანია „შემოაბიჯე სრულყოფილ გარემოში“, რაც ნიშნავს იმას, რომ „სფერას“ მობინადრეეებს ცხოვრების საუკეთესო პირობებს ვთავაზობთ. გვაქვს სტიმული და მონდომება, რომ სამომავლოდ არაერთი პროექტი შემოგთავაზოთ, რომელიც ადგილმდებარეობითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით იქნება გამორჩეული. მშვიდი და კომფორტული გარემო კი ის კომპონენტებია, რომელიც „სფერას“ ყველა პროექტს აერთიანებს.

სრულად წაკითხვა