სახის კანის მოვლა ყველა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვიზუალი არის ის, რასაც ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობა. სარკეში ჩახედვისას ხშირად ვუსვამთ ჩვენს თავს კითხვას- როგორ მოვუაროთ სახის კანს ისე, რომ ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეს? კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე მოგვიყვება, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სახის კანის მოვლასა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესისას.
მოგვიყევით თქვენზე, რატომ და როდის დაინტერესდით კოსმეტოლოგიით?
,,ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა, მთელი ბავშვობა თეთრ ხალათზე ვოცნებობდი და ავისრულე კიდეც. ჩავაბარე სამედიცინო ტექნიკუმში. სწავლის დასრულების შემდეგ სამწუხაროდ ძალიან ცოტახანს მომიწია ამ სფეროში ყოფნა, რადგან დავოჯახდი და ვეღარ შევძელი გამეგრძელებინა ჩემი კარიერა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვცდილობდი ცოდნა არ დამეკარგა და მუდამ ვეცნობოდი სიახლეებს. წლების შემდეგ დავბრუნდი ისევ ჩემს სფეროში და შევუდექი ჩემს საყვარელ საქმიანობას, ესთეტიკურ კლინიკა ,,ეკოს ესთეტიკში” და საკმაოდ ბევრი პაციენტი მყავდა მადლიერი და კმაყოფილი. შემდეგ რაღაც პერიოდი ისევ მომიწია პაუზის გაკეთება, მაგრამ ახლა ისევ იმავე კლინიკაში დავბრუნდი და ამჯერად უკვე ჩემი კაბინეტი მაქვს.”

სილამაზის სფერო ყოველთვის ცვალებადი და განვითარებადია, იცვლება როგორც სტანდარტები, ისე ტექნოლოგიური მიდგომები, პროფესიონალებს კი თანდათან ამ ცვლილებების შესწავლა და მათთან ადაპტაცია უწევთ, ნათიაც ყოველთვის შესწავლის პროცესშია.
,,ამ პერიოდში ბოლო წყვეტიდან დღემდე კვლავ გავიარე გადამზადება, დავესწარი მასტერკლასებს, ახლაც სწავლის პროცესში ვარ, რადგან თუ კი ამ სფეროში ხარ გაჩერების უფლება არ გაქვს, ყოველდღე უნდა განვითარდე და სიახლეები შესთავაზო მომხმარებელს.”

რომელ პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩემთან მოსულებს მოვემსახურები სხვადასხვა პროცედურებით, კერძოდ: დიოდური ლაზერი, ცხიმის წვა, კორექციები და მოდელირება სხეულის სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურით და ასევე სახის წმენდა.
ყველა პროფესიონალისთვის მნიშვნელოვანია კლიენტთა ნდობა, რადგან ზუსტად ეს განსაზღვრავს მათი მუშაობის ხარისხსა და პროფესიონალიზმს, გამონაკლისი არც ნათიაა, მისთვის მთავარია მომხმარებელთა ნდობა და კმაყოფილება.
,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კმაყოფილი და ბედნიერი პაციენტის ყოლა, აბსოლუტურად ორიენტირებული ვარ მაღალ ხარისხსა და შედეგზე.”
რას ურჩევდით ადამიანს, რომელიც პირველად მიდის კოსმეტოლოგთან?
,,მე ვურჩევ მომხმარებლებს, რომ ადრეული ასაკიდანვე სწორად მიუდგნენ ამ საკითხს და დაიწყონ სახის მოვლა, რადგან ძირითადად პრობლემა გარდატეხის ასაკიდან იწყება და შემდგომ რთულდება, ამიტომ როცა სწორი მეთოდიკით მუშაობ პრობლემაც ნაკლებია. პირველად მოსულ ადამიანთან უნდა გავარკვიო ჯერ მისი ანამნეზი, თუ საიდან მოდის პრობლემა, რა ტიპის დაზიანებაა… ჩემი რჩევაა, რომ სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია’’.

როგორც ყველა სფეროში, კოსმეტოლოგიაშიც წარმატების მთავარი წინაპირობა სწორი მიდგომაა, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, რომ მომხმარებლებმა უსაფრთხო და მაქსიმალური შედეგები მიიღონ.
ნათია კუჭუხიძე დღესაც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას ესთეტიკურ კლინიკა ‘’ეკოს ესთეტიკში’’, სადაც ის მომხმარებლებს სთავაზობს როგორც სახის, ისე სხეულის მოვლის სხვადასხვა ეფექტურ და უსაფრთხო პროცედურებს.

1 day ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·