#OK! მეფე ჩარლზ მესამემ უმცროს ძმას პრინცის ტიტული ჩამოართვა და სასახლიდან გააძევა

13 hours ago 3

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ უმცროს ძმას, იორკის ჰერცოგ პრინცი ენდრიუს ყველა ტიტული ოფიციალურად ჩამოართვა. მას ამიერიდან მოიხსენიებენ როგორც ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორს. ენდრიუ ასევე დატოვებს თავის რეზიდენციას Royal Lodge-ში –  ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის მიერ 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

„მისმა უდიდებულესობამ დღეს დაიწყო ოფიციალური პროცესი პრინცი ენდრიუს ტიტულების, პატივისა და წოდებების ჩამორთმევის შესახებ“ – წერია სასახლის განცხადებაში.

სასახლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრინცმა ენდრიუმ მიიღო ოფიციალური შეტყობინება იჯარის შეწყვეტის შესახებ და ის ალტერნატიულ კერძო საცხოვრებელში გადავა.

დიდი ბრიტანეთის მეფის გადაწყვეტილება განაპირობა სკანდალმა, რომელიც ენდრიუს არასრულწლოვანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ამერიკელ ფინანსისტთან, ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობას უკავშირდება. 2019 წელს ეპშტეინი ციხის საკანში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა.

Prince Andrew and Jeffrey Epstein

ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი და ჯეფრი ეპშტეინი (ფოტო გადაღებულია მას შედეგ, რაც ეპშტეინი სექსუალურ დანაშაულზე გაასამართლეს

მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს, ამ კვირაში მისი ურთიერთობის შესახებ ეპშტეინთან ახალი დეტალები გაირკვა. აღმოჩნდა, რომ პრინცმა ენდრიუმ 2006 წელს, პრინცესა ბეატრისის 18 წლის იუბილეს აღნიშვნის დროს, თავის სამეფო ლოჟაში უმასპინძლა ეპშტეინს, მის შეყვარებულს, გისლენ მაქსველს და ამერიკელ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს, რომელიც შემდგომში სექსუალური დანაშაულისთვის გაასამართლეს.

 Lenta.ru

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი სამეფო კონსორტი – პრინცი ფილიპი დღეს 102 წლის გახდებოდა

სრულად წაკითხვა