#OK! საფრანგეთში, ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს

15 hours ago 4

ფრანგმა სამართალდამცავებმა ლუვრის ძარცვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს. პარიზის პროკურორმა ლორ ბეკომ ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, განაცხადა, რომ დაკავებები წინა საღამოს, პარიზსა და სენ-სენ-დენის დეპარტამენტში განხორციელდა. მისივე თქმით, მოპარული ნივთები ჯერჯერობით ამოღებული არ არის.

Прокурор осудила утечку данных о задержании подозреваемых в ограблении Лувра

მანამდე, 26 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია ორი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. Le Figaro-ს ცნობით, ეჭვმიტანილებმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარეს. ერთ-ერთმა მათგანმა, ალჟირის 34 წლის მოქალაქემ გამომძიებლებს განუცხადა, რომ დაკავებამდე კურიერად მუშაობდა. ის ადრე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და ქურდობისთვის იყო გასამართლებული. მეორე, 39 წლის ეჭვმიტანილი არალეგალურად ტაქსის მძღოლად და კურიერად მუშაობდა და მასზე ქურდობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს.

Le Figaro-ს ცნობით, გამომძიებლებმა ეჭვმიტანილები დნმ-ის ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ დამნაშავეთა ჯგუფში ოთხ ადამიანზე მეტი შედის, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ დამნაშავეები მუზეუმში ვინმეს დახმარებით მოქმედებდნენ“– განაცხადა პროკურორმა.

Появились подробности задержания подозреваемых в ограблении Лувра на сумму 88 млн евро - МК

გამომძიებლების თქმით, ქურდები მუზეუმში 19 ოქტომბრის შუადღეს, მოპარულ სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული გასაშლელი კიბით შევიდნენ და საჭრელი ხელსაწყოების გამოყენებით ფანჯარა გააღეს.  შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს მძარცველებს ბრილიანტებითა და ზურმუხტით მოჭედილი გვირგვინი დაუვარდათ, თუმცა რვა ძვირფასი ექსპონატის წაღება მოახერხეს.  მოპარულ ნივთებს შორისაა ზურმუხტისა და ბრილიანტის ყელსაბამი, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტმა თავის მეუღლეს, იმპერატრიცა მარი-ლუიზას აჩუქა.

 Лувр

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! როგორ გაქრა „მონა ლიზა“ ლუვრიდან? – “საუკუნის ქურდობის” ისტორია

სრულად წაკითხვა