თუკი ფილმების ყურება გიყვარს, ალბათ არაერთხელ გააკეთებდი ტესტებს, სადაც ფილმების გამოცნობა პირველი კადრით, საუნდტრეკით, რეჟისორით ან ფილმის გარკვეული მახასიათებლით მოგიწევდა, მაგრამ თუ გაგიკეთებია ისეთი ტესტი, სადაც ფილმი მსახიობის კაბით უნდა გამოიცნო? მოდი ვნახოთ, შეძლებ თუ არა ფილმების კაბებით გამოცნობას და ნამდვილი კინომანის სტატუსის დამსახურებას.
რომელ ფილმში ატარებს ქეით ჰადსონი Carolina Herera-ს კაბას, რომელიც დღესააც დიდი პოპულარობით სარგებლობს?

- როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში
- ქერათმიანი ადვოკატი
- ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი
თუ კარგად დააკვირდები, ფილმის სახელსაც მარტივად მიხვდები. გაიხსენე, რომელ ფილმში არის წარმოდგენილი ემა სტოუნი JENNY BEAVAN-ის კაბით?

- კრუელა
- ჩემი საშინელი ძიძა
- ლა ლა ლენდი
ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნი ყოველთვის განსაკუთრებული დახვეწილობით გამოირჩევა. რომელ ფილმში აცვია მას GIVENCHY-ს ეს საკულტო კაბა?

- საუზმე ტიფანისთან
- საბრინა
- რომაული არდადეგები
რომელ ფილმში ეცვა ქეით უინსლეტს კაბა, რომლითაც თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა?

- დიდებული გეტსბი
- რომეო და ჯულიეტა
- ტიტანიკი
მერლინ მონრო ყოველთვის დასამახსოვრებელ ლუქებს ქმნიდა. აბა, თუ გახსოვს, რომელ ფილმში ეცვა მას William Travilla-ს თვალისმომჭრელი ვარდისფერი კაბა?

- როგორ გავთხოვდე მილიონერზე
- ჯელტმენები ირჩევენ ქერებს
- ლამაზმანი
დამეთანხმებით, ჯულია რობერტსი ყოველთვის დასამახსოვრებელ ეკრანულ სახეებს ქმნის. აბა ვნახოთ, მის ფილმს კაბით თუ გამოიცნობ

- ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი
- ლამაზმანი
- ნოთინგ ჰილი
ეს ეპიზოდი ფილმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტია. რომელ ფილმში ატარებს ენდის პერსონაჟი ელეგანტურ შავ კაბას?

- ეშმაკი ატარებს პრადას
- პრინცესას დღიურები
- სტაჟიორი
თუკი თავს ნამდვილ კინომანად მიიჩნევ, მაშინ მარტივად უნდა გაიხსენო ფილმი, სადაც კირა ნაითლს ულამაზესი მწვანე კაბა აცვია

- სიამაყე და ცრურწმენა
- მონანიება
- ანა კარენინა
კერი ბრედშოუ ალბათ უკვე წარმოუდგენელია ამ კაბის გარეშე. სად აცვია პერსონაჟს ეს საქორწილო კაბა?

- პირველი ცოლების კლუბი
- გაქცეული პატარძალი
- სექსი დიდ ქალაქში
რომელ ფილმში ატარებს მიშელ პფაიფერი Patricia Norris-ის კაბას?

- მაგარი ბიჭები
- ნაიარევი სახე
- ნათლია