#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცი ქართული ენა?

3 weeks ago 16

ქართული ენა საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა თაობიდან თაობას, სწორედ ის იყო ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი. ძნელბედობის ჟამს არაერთხელ დამდგარა  ეჭვქვეშ   მისი შენარჩუნების საკითხი, ამასთანავე, სხვადასხვა დროს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არაერთმა ლექსიკურმა ერთეულმა განიცადა ცვლილება-დაიკარგა ან სხვა, ახალი ერთეულით ჩანაცვლდა.

მოდი შევამოწმოთ შენი ცოდნა ქართულო ენაში და  ვნახოთ, რამდენად კარგად  გაართმევ თავს ტესტს.

როდის აღინიშნება დედაენის დღე?

Question Image
  • 23 აპრილს
  • 26 მაისს
  • 14 აპრილს

რომელი წლიდან აღინიშნება საქართველოში დედაენის დღე?

Question Image
  • 1990
  • 1989
  • 1991

რომელი მოვლენის გასაპროტესტებლად შეიკრიბა ქართველი ხალხი რუსთაველის გამზირზე 1978 წლის 14 აპრილს?

  • საქართველო რუსეთის გუბერნია ხდებოდა
  • სკოლეებში იკრძალებოდა ქართული ლიტერატურის სწავლება
  • საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა

ახლა ვნახოთ, რამდენად კარგად იცი ქართული ენა. რომელია სწორი ფორმა?

  • უთანაგრძნობ (მე)
  • ვუთანაგრძნობ
  • თანავუგრძნობ

ამ ორი, ერთმანეთის მსგავსი ფორმიდან რომელია სწორი?

  • ბუნებრიობა
  • ბუნებრივობა
  • პარალელური ფორმებია

აირჩიე სწორი ფორმა

  • ნერვოზი
  • კონდენციონერი
  • რეანიმაცია

როგორ ფიქრობ, რომელი ჩანაწერია არასწორი?

  • მადლობა გადაუხადა
  • მადლობა მოუხადა
  • ბოდიში მოუხადა

ჩამოთვლილთაგან, რომელია ქართული სიტყვა?

  • არც ერთი პასუხი არ არის სწორი
  • ბარათი
  • არაყი

რა ერქვა მაიმუნს ძველ ქართულში?

  • ციცა
  • ყაფუზუნა
  • მამონა

რომელ ფორმაშია არასწორ ადგილას პირველი პირის ნიშანი?

  • უგულებელვყავი
  • ავღნიშნე
  • გამოვჯანმრთელდი

რომელი ფორმაა სწორი?

  • ვმღერივარ
  • ვმღერი
  • პარალელური ფორმებია

მოდი ვნახოთ, რამდენად სწორად იყენებ პირის ნიშნებს. ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი?

  • სჩანს
  • მოჩანს
  • მოსჩანს

მოდი, ზმნისწინთა მართლწერაც შევამოწმნოთ. ჩამოთვლილთაგან, რომელი ფორმაა არასწორი?

  • გაათავისუფლა
  • განათავისუფლა
  • გაანთავისუფლა

-ავ და -ამ თემისნიშნიან ზმნათა სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს. როგორ ფიქრობ, რომელია სწორი ფორმა?

  • იცმევს
  • ჩაიცვამს
  • სვავს

ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმების წარმოება არც ისეთი მარტივია, როგორც გგონია. ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი?

  • უგრძესი
  • უგრძელესი
  • არც ერთი არ არის სწორი
სრულად წაკითხვა