მორიელი წყლის სტიქიის ნიშანია, რომელსაც თანდაყოლილი მიმზიდველობა და ძლიერი ხასიათი აქვს. ამ ნიშნით დაბადებულები მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი თავის გაუმჯობესებას და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობენ. იქ, სადაც სხვები ნებდებიან, მორიელი ბოლომდე იბრძვის. ის შრომისმოყვარე და მიზანდასახულია, უყვარს ძალაუფლება და ფული.

მორიელის ნდობის მოსაპოვებლად, თქვენი ერთგულება საგანგებო ვითარებაში უნდა დაამტკიცოთ. ისინი სახიფათო მოწინააღმდეგეები არიან და ღალატს არ პატიობენ. გამჭრიახი და მტკიცე ხასიათის მქონე მორიელები რთულ პროფესიებს ირჩევენ. ისინი კარგი სამხედრო მოსამსახურეები, ქირურგები, რეანიმატოლოგები, მაშველები და სპორტსმენები არიან. ღრმა ემოციური მგრძნობელობა მათ საშუალებას აძლევს შესანიშნავი მუსიკოსები, მხატვრები და მწერლები გახდნენ. სიამაყე, ვნება, გამბედაობა და ემოციურობა მორიელი მამაკაცის განმსაზღვრელი თვისებებია. შესაძლოა, ეს ყველაზე უჩვეულო ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც შეიძლება ერთდროულად გიყვარდეთ და გძულდეთ. მორიელს შეუძლია თქვენს მიმართ თბილი გრძნობები ჰქონდეს, თუმცა შემდეგ ყველაზე მეტად შეგიძულოთ. თბილი გულის მიუხედავად, მას ხშირად ცივი გონება მართავს, რაც უცნობი ადამიანისთვის ნამდვილ ნაძირალად წარმოაჩენს.
ლეონარდო დიკაპრიო
11 ნოემბერი, 1974 წელი
ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი.

ჯო ბაიდენი
20 ნოემბერი, 1942 წელი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 2021-2025 წლებში. 2009–2017 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1973–2009 წლებში – აშშ-ის სენატორი დელავერიდან. როგორც ნამდვილი მორიელი, ჯო ბაიდენი მუდმივად კარიერული მწვერვალებისკენ მიიწევდა. ახალგაზრდობაში ბეისბოლის კარგი მოთამაშე იყო.
მარტინ სკორსეზე
17 ნოემბერი, 1942 წელი

ჩვენი დროის ყველაზე გავლენიანი კინორეჟისორია და მოპოვებული აქვს ოსკარის, BAFTA-ს, ოქროს გლობუსის, ემის და გრემის ჯილდოები, ოქროს პალმის რტო, ოქროს დათვი და ა.შ.
დიეგო მარადონა
30 ოქტომბერი, 1960 წელი

არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას ბევრი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. პელესთან ერთად მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი. კარიერის განმავლობაში 492 მატჩი ჩაატარა და 258 გოლი გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო გოლის გამტანი, ყველა მორიელის მსგავსად, პერფექციონისტი იყო. დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რობერტო კავალი
15 ნოემბერი, 1940

იტალიელი მოდის დიზაინერი. მისი კლიენტები იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა ლენი კრავიცი, მადონა, დრიუ ბერიმორი, შერონ სტოუნი, ჯენიფერ ლოპესი და სხვა.
ბილ გეითსი
28 ოქტომბერი, 1955 წელი
ამერიკელი ბიზნესმენი, ქველმოქმედი, კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი.
![]()
ალენ დელონი
8 ნოემბერი, 1935 წელი

ფრანგული კინოს ვარსკვლავი 1960-იან წლებში, მე-20 საუკუნის კინოხატი, რომელიც ცნობილია თავისი როლებით ისეთ კინოჰიტებში, როგორებიცაა Borsalino, Samurai, Leopard, Mistress of the Game და Rocco and His Brothers.
მარტინ სკორსეზე
17 ნოემბერი, 1942 წელი
ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი რეჟისორი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი.

პაბლო პიკასო
25 ოქტომბერი, 1881 წელი

ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მისი ნახატი „Salvator Mundi“ ორი წლის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშის რეკორდს ინარჩუნებდა (450,3 მილიონი აშშ დოლარი).
ცნობილი მორიელი მამაკაცების სიას აგრძელებენ: ბრიტანელი შეფ-მზარეული და რესტორატორი გორდონ რამზი, ამერიკელი მსახიობები ხოაკინ ფენიქსი, მეთიუ მაკკონაჰი და რაიან გოსლინგი. შოტლანდიელი მსახიობი და კინოპროდიუსერი ჟერარდ ბატლერი, ინდოელი კინომსახიობი, კინორეჟისორი და სატელევიზიო წამყვანი შაჰ რუხ ხანი, შვედი მსახიობი, რეჟისორი და აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი დოლფ ლუნდგრენი, ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი, ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი ჟორჟ ბიზე.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი ქალები და მათი ლუქები

1 week ago
15







English (US) ·
Georgian (GE) ·