#OK! ქოლორისტის გზა:  ჰობი, რომელიც პროფესიად იქცა

1 day ago 2

ის ადამიანები, რომლებიც მუდამ სწავლობენ, ეძებენ სიახლეებს და განვითარების გზას..სწორედ ასეთებს აქვთ ძალა, შეცვლონ გარემო და სხვებიც შთააგონონ. დიანა კილაძე ერთ-ერთი მათგანია. ის ქოლორისტია, რომელმაც ესთეტიკისადმი სიყვარული თავის პროფესიად აქცია და ხელოვნების დონეზე აიყვანა. ის არასდროს ღალატობს თავის მთავარ პრინციპს: ,,მომხმარებელს უნდა შესთავაზო მხოლოდ მაღალი ხარისხის და ჯანსაღი პროდუქტი’’. მისთვის ქოლორისტობა მხოლოდ გარეგნული სილამაზის შექმნა არ არის, ეს არის პროცესი, სადაც თითოეული დეტალი მნიშვნელობას ატარებს.

რატომ გადაწყვიტეთ პროფესიის შეცვლა? რამ გიბიძგათ ამისკენ?

დიანა კილაძე: პროფესიის შეცვლას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ზოგადად, ძალიან მიყვარს სიახლეები და თვითგანვითარება. ვიგრძენი, რომ წინა საქმიანობაში ჩემი შესაძლებლობები უკვე ამოვწურე, ამან დამაფიქრა იმაზე, თუ რა მიმართულებით შემეძლო განვითარება, რა იქნებოდა ჩემთვის საინტერესო და რაც მთავარია უფრო ახლოს ჩემს პიროვნებასთან. გადავწყვიტე, ესთეტიკისადმი სიყვარული პროფესიულ საქმიანობად მექცია. ბავშვობიდან მიყვარს ხატვა. თვითნასწავლი ვარ და სწორედ ამან გამიჩინა ინტერესი ქოლორისტიკის მიმართ. მივხვდი, რომ სტილისტის პროფესია აერთიანებს როგორც კრეატიულობას, ისე მუდმივი განვითარების შესაძლებლობას, ეს კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰობი აქციეთ პროფესიადრა იყო მთავარი მიზანი?

მართალია, ქოლორისტიკა თავიდან მხოლოდ ჰობი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც ძალიან მიყვარდა. მსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა, მაბედნიერებს, როდესაც მომხმარებელი კმაყოფილი ტოვებს სალონს, ეს პროფესია მაძლევს იმის შესაძლებლობას რომ შევუქმნა მათ კომფორტული გარემო და თან ვიყო ჩართული კრეატიულ პროცესში.

ქოლორისტიკა ისეთი სფეროა, სადაც მუდმივი განვითარება აუცილებელია, აქ გაჩერება არ შეიძლება, სწორედ ეს მხიბლავს – სირთულე, რომელიც ამ პროფესიას საინტერესოს და საჭიროს ხდის.

სტილისტის პროფესია ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, კიდევ რა თვისება უნდა ჰქონდეს სტილისტს?

უპირველესად, აუცილებელია იმ საქმის სიყვარული, რომელსაც აკეთებ. ნებისმიერი საქმიანობა პასუხისმგებლობას მოითხოვს, განსაკუთრებით როცა საქმე ადამიანის ვიზუალს ეხება. თმა არ არის მხოლოდ ვიზუალური დეტალი, მას გავლენა აქვს განწყობაზე, თვითშეფასებაზე და ზოგჯერ ჯანმრთელობაზეც. ხშირად მიგვრძნია, თუ თმა არ მაქვს წესრიგში, ძალიან ცუდ განწყობაზე ვარ, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ აუცილებელია სიღრმისეული ცოდნა იმის, თუ რას ვაკეთებთ.

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვიყენებთ პროდუქციას, რომელიც შეიძლება ზიანის მომტანიც გახდეს თუ სპეციალისტს არ აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება. ეს პროფესია მოითხოვს ყოველდღიურ განვითარებას, არა მარტო ვიზუალური ეფექტისთვის, არამედ იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ ადამიანის ჯანმრთელობა და მისი განწყობა.

გარდა ამისა, ჩვენ ვხვდებით უამრავ ადამიანს დილიდან საღამომდე, ვცდილობთ, რომ ყველას გავუღიმოთ, დაველაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, შედის თუ არა ეს ჩვენს ინტერესებში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ქოლორისტიკა, როგორც პროფესია და ჩემთვის ხელოვნების დარგი, არის ურთულესი, რომელიც უდიდეს შრომას მოითხოვს.

მაქსიმალისტი ხართ?

მაქსიმალისტი ვარ, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. ყოველთვის მაქსიმუმს ვთხოვ საკუთარ თავს.

რა გაძლევთ მოტივაციას რომ განვითარდეთ?

ჩემთვის, როგორც სტილისტისთვის, პრიორიტეტულია ჯანსაღი პროდუქტის გამოყენება. მას შემდეგ რაც იტალიურ ბრენდთან ვთანამშრომლობ, მივხვდი, რომ შეიძლება სწორად გამოვიყენოთ პროდუქტი და ჩავატაროთ პროცედურა, ისე რომ მართალი ვიყოთ მომხარებლებთან და ასევე საკუთარ თავთან. ეს არის სწორედ ჩემი მოტივაცია, რომ ვიმუშაო ჯანსაღი პროდუქტით, რომელიც არ დააზიანებს ადამიანს. საბედნიეროდ არსებობს ისეთი ბიო პროდუქტები, რომლითაც შეიძლება კარგი შედეგი მიიღო, არსებობს ასევე პროდუქტები, რომლებიც მომხარებელზე მეტად სტილისტს აზიანებს, ამიტომ აუცილებელია პროდუქციის სწორად გამოყენება. ამ სფეროში ყოველდღე შეიძლება აღმოაჩინო სიახლე, რაღაც რაღაცით ჩაანაცვლო, მეტი ეფექტი მიიღო, რაც უფრო კარგად ხარ გათვიცნობიერებული ამ პროფესიაში ხვდები, რომ შრომით შეგიძლია კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწიო.

რომელ სალონთან თანამშრომლობთ? და რატომ აარჩიეთ ეს სალონი?

ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში უკავშირდება სალონს – ლემანი ბიუთის, სადაც გამომიცხადეს ნდობა და საშუალება მომცეს გამომევლინა თავი როგორც სტილისტ-ქოლორისტს. გადავდივარ ახალ ეტაპზე, ვიწყებ სალონთან NB Beauty studio  თანამშრომლობას, რომელიც დიდ დიღომში მდებარეობს – სასიამოვნო გარემოა, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე მომხარებლისთვის. მიყვარს გუნდურობა, რასაც აქ ვხედავ.

სალონი არის ადგილი, სადაც ადამიანი ისვენებს და ჩემთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ხსენებული ესტეთიკური ცენტრი.

თქვენ თანამშრომლობთ ბრენდთან, რომელიც იყენებს 100%ბიო პროდუქტს.. გვესაუბრეთ მის უპირატესობებზე..როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა

როგორც ვახსენე, ასევე ვთანამშრომლობ ერთ–ერთ იტალიურ ბრენდთან, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აწარმოებენ 5000ზე მეტ, 100%–იან ჯანსაღ პროდუქტებს, მათ შორის თავის მოვლის საშუალებებს, რომელთა მოხმარება თავიდან ჩემთვის დავიწყე, მერე კი, მივხვდი, რომ ამ პროდუქტებს ძალიან კარგად გამოვიყენებდი თმის ნიღბებში.

დაზიანებულ თმასთან ხშირად მიწევს შეხება, ამ დროს, მნიშვნელოვანია  გამოირიცხოს შინაგანი ან სტრესისგან გამოწვეული პრობლემები, ასევე დაბინძურებუი გარემოც მოქმედებს ჩვენს თმაზე. აუცილებად უნდა მოხდეს შიანაგნი ორგანოების მოწესრიგება საჭირო დანამატებით, ასევე თმის მოვლის საშუალებებით –  ნიღაბი, კონდიციონერი, თმის შრატი, ზეთი, და დამცავი. სწორედ ამ პრობლემამ მიბიძგა შემქმნა ერთ–ერთი აუცილებელი პროდუქტი თმის აღდგენის ნიღაბი, რომლის ფორმუალც გაჯერებულია 100%ით ბიო და ანტი ალერგიული ცივი დაწურვის ზეთებით და ეთერზეთებით, ასევე ამინომჟავებით, რომელიც აღადგენს თმის ღერს და აღადგენს მასში ელასტინს, კოლაგენს.

ხშირად მომხმარებელს აქვს გამომშრალი მტვრევადი თმა, რომელსაც იწვევს ხშირი შეღებვა, მელირება, არასწორი თერმო დამუშავება. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ სწორი პროდუქტები. ზემოთხსენებული იტალიური ბრენდი კი სრულად მაძლევს იმ ფუფუნებას, რომ შევქმნა ჯანსაღი პროდუქტი, რომლის ქტიური გამოყენების შემთვევაში, თითქმის უჯრედულ დონეზეა შესაძლებელი თმის ღერის აღდგენა. ვთვლი, რომ კიდევ ბევრი მაქვს ასათვისებელი.

ჩემთვის ეს ბრენდი არის აღმოჩენა ბევრი მიმართულებით. მათგან ვიყენებ ისეთ მასალას, რომელიც ყველანაირად უზრუნველყოფს თმისა და სკალპის სიჯანსაღეს.

შემოდგომას ბევრ ადამიანს აწუხებს თმის ცვენა, რა რჩევას მისცემდით მათ? როგორ დავუბრუნოთ სიჯანსაღე თმას და როგორ მოვუაროთ მას?

პანდემის შემდგომ თმის ცვენის პრობლემას სეზონი არ აქვს. ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს თმის ცვენაზე, აუცილებელია პირველ რიგში ხარისხიანი პროდუქციის გამოყენება და სწორი სტილისტის შერჩევა. მე კარგად მესმის, რომ ხარისხიანი მასალის ფასი მაღალია, თუმცა სჯობს მათი გამოყენება, რადგან ბევრად რთულია იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც გამოიწვევს უხარისხო პროდუქტის გამოყენება

ჩემი რჩევაა, რომ მივიღოთ იმ რაოდენობის წყალი, რომელიც საჭიროა დღის განმავლობაში. როგორც უკვე ვახსენე, აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა, თუ რა იწვევს ცვენას, ასევე პროფესიონალი სტილისტის შერჩევა, რომელმაც კარგად უნდა შეისწავლოს პრობლემა.

მკურნალობის დროს კი უნდა გამოვიყენოთ ჯანსაღი პროდუქტი, ნაკლები შეხება უნდა გვქონდეს ქიმიურ დამუშავებასთან. თუ არ გვსურს ამ პრობლემის წინაშე აღმოჩენა, უნდა ვიცოდეთ, რომ სწორად თმის შეღებვა აუცილებელია. დიაგნოსტკის მერე უნდა შევარჩიოთ თმის დამცავი ნიღაბი, შრატი, ნაკლებად უნდა შევეხოთ თერმულ დამცავებს, როდესაც ამას მომხარებელი მარტო აკეთებს, ზიანდება ძირები და რაც არ უნდა გვიყვარდეს გრძელი თმა, აუცილებელია რომ ორ ან სამ თვეში მოვაკლოთ სიგრძეს. გაღიავების შემდგომ აუცილებელია სწორად შევარჩიოთ ნიღაბი და შამპუნი, რადგან თმა როდესაც არასწორად არის გაღიავებული ფორები იხრიჩება.

თმის ცვენის დროს არსებობს ესთეტიკური პროცედურები, რომელიც არის გრძელვადიანი პროცესი, ეტაპიდან ეტაპამდე ხდება ტექნიკის შეცვლა, რათა გავაძლიეროთ თმის ბოჭკო, რის შედეგადაც ხდება ინექციით ჩარევა სკალპზე. თმის ცვენის დროს საჭიროა ორმხრივი მკურნალობა, მაღალი ხარისხის შამპუნი და ვიტამინების მიღება, რომელიც აკლია ორგანიზმს.

მინდა კიდევ უფრო საფუძვლიანად შევისწავლო, განვითარდე და ჩემი დროის უდიდესი ანწილი დავუთმო თმის მოვლის საშუალებების შექმნას. მჯერა, რომ სილამაზე იწყება სწორად მოვლის საშუალეებებით.

სრულად წაკითხვა