#OK! ცნობილია ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზია 2025-ზე

2 weeks ago 17

ცნობილი გახდა, რომ წელს ევროვიზიაზე საქართველოს მარიამ შენგელია სიმღერით  “Freedomწარადგენს. 22 წლის მომღერლას ავშვობაში  მსახიობობა სურდა, მაგრამ როცა პროფესიული არჩევნის წინაშე დადგა მიხვდა, რომ სიმღერის გარეშე არ შეეძლო და სწორედ ამ მიმართულებით გადაწყვიტა განვითარება. მუსიკალური მონაცემები ბავშვობიდან ჰქონდა, ამიტომაც მშობლებმა მალევე სიმღერაზე შეიყვანეს, ხოლო საზოგადოებამ ის 14 წლის ასაკში კონკურს  “X ფაქტორშიგაიცნო. სევე მონაწილეობა მიიღო კონკურსსაქართველოს ვარსკლავში. მოგვიანებით კი  “The voice საქართველოში”,  სადაც სიმღერა “Steamroller Blues” შეასრულა. ამჟამად მარიამი ბენდ მიქსტურას”  წევრია, რომელიც მსმენელს გემოვნებიანი მუსიკითა და კონცერტებით ანებივრებს.

ისი შესრულებული სიმღერებიდან გამორჩეულიაირინოლადაგზები, გზები”. იმღერის გარდა მარიამი შესანიშნავად ცეკვავს. აღსანიშნავია მისი საკონკურსო ნომრები პროექტცეკვავენ ვარსკვლავებში”, სადაც მეორე ადგილიდაიკივა.

წელს ევროვიზიაზე 38 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. საქართველო პირველად ევროვიზიის სცენაზე 2007 წელს სოფო ხალვაშმა სიმღერით “Visionary Dream” წარადგინა. ჯამში ჩვენმა ქვეყანა 2024 წლის ჩათვლით 16-ჯერ მიიღო მონაწილეობა. ამ პერიოდში, საქართველო ფინალში 7-ჯერ გავიდა. ყველაზე წარმატებული შედეგი ქვეყანამ 2010(სოფო ნიჟარაძე სიმღერით “Shine”) და 2011 (Eldrine სიმღერით “One More Day”) წლებში აჩვენა, როდესაც ორივეჯერ მე-9 ადგილი დაიკავა. 2024 წელს საქართველო ევროვიზიაზე ნუცა ბუზალაძემ სიმღერით “Firefighter” წარადგინა და 21-ე ადგილზე გავიდა.

ევროვიზიის რიგით 69-ე კონკურსი წელს შვეიცარიის ქალაქ ქა­ლაქ ბა­ზელ­ში, St. Jakobshalle-ში 13, 15 და 17 მაისს გა­ი­მარ­თე­ბა. მარიამ შენგელია 15 მაისს წარდგება ევროვზიის დიდ სცენაზე.

სრულად წაკითხვა