#OK! ჯორჯო არმანის ორი საიდუმლოდ შედგენილი ანდერძი გახსნეს

23 hours ago 1

დიზინერმა ჯორჯო არმანიმ, რომელიც 4 სექტემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, ორი საიდუმლოდ შედგენილი ანდერძი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურმა საინფორმაციო სააგენტომ ANSA მილანის ნოტარიული არქივის მასალებზე დაყრდნობით გაავრცელა.

სააგენტოს ცნობით, ანდრძები 9 სექტემბერს ნოტარიუსმა გახსნა, თუმცა მათი შინაარსი არ გასაჯაროებულა. ANSA-ს ინფორმაციით, ბატონმა არმანიმ ანდერძები საკუთარი ხელით დაწერა და პირადად დალუქა. პირველი – მიმდინარე წლის 15 მარტს, მეორე – 5 აპრილს. მათი არსებობის შესახებ დიზაინერის გარდაცვალებამდე არავის არაფერი იცოდა.

ცნობილია, რომ ჯორჯო არმანის პირდაპირი მემკვიდრეები არ ჰყავდა. მისი ქონება 11–13 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. ის იყო მოდის სახლის Giorgio Armani-ს ერთადერთი მფლობელი, რომელიც დიდ კორპორაციას არ შეუძენია და მთლიანად დამფუძნებლის საკუთრებად დარჩა. გარდა ამისა,  არმანის წილები ჰქონდა სხვა კომპანიებშიც, მათ შორის – პრემიუმ კლასის სათვალეების მწარმოებელ EssilorLuxottica-ში და იახტების მწარმოებელ The Italian Sea Group-ში, აგრეთვე რამდენიმე ვილა.

სრულად წაკითხვა