Turkish Airlines-ის პილოტი ფრენისას გარდაიცვალა, თვითმფრინავი საგანგებო რეჟიმში დაჯდა (ვიდეო)

1 week ago 12

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის პილოტი ფრენის დროს, ცაში გარდაიცვალა. თვითმფრინავი საგანგებო რეჟიმში დაჯდა ნიუ-იორკში. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. ეკიპაჟის მეთაური სიეტლიდან სტამბოლისკენ რეისის შესრულების დროს დაიღუპა.

ავიაკომპანიის პრესმდივნის, იაჰია უსტიუნის თქმით, Airbus 350 საბორტო რეგისტრაციით TC-LGR, რომელიც №TK204 რეისს ასრულებდა სიეტლიდან სტამბოლში, როდესაც პილოტმა, კაპიტანმა ილჩეჰინ ფეჰლივანმა შტურვალთან გონება დაკარგა. რადგანაც პირველადმა სამედიცინო დახმარებამ შედეგი არ გამოიღო, ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, თვითმფრინავი საგანგებო რეჟიმში დაესვათ, მაგრამ კაპიტანი მანამ გარდაიცვალა, სანამ თვითმფრინავი ხმელეთზე დაეშვებოდა.

59 წლის პილოტი Turkish Airlines-ში 2007 წლიდან მუშაობდა. უსტიუნის სიტყვებით, მარტში მან შემოწმება გაიარა სამოქალაქო ავიაციის გენერალური სამმართველოს მიერ უფლებამოსილ საავიაციო სამედიცინო ცენტრში და მაშინ არ გამოუვლინდა ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა, რომელიც პროფესიული მოვალეობების შესრულებაში ხელს შეუშლიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეჰლივანმა 8 ოქტომბერსაც გაიარა სამედიცინო შემოწმება.

Turkish Airlines-ის წარმომადგენელმა კომპანიის სახელით სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი პილოტის ოჯახს, მის კოლეგებსა და ახლობლებს.

ნანა ძნელაძე

Turkish Airlines flight makes an emergency landing at New York’s JFK after the captain dies onboard, airline officials have said.

The 59-year-old pilot was identified as Ilcehin Pehlivan.

The Airbus A350-900 was heading from Seattle to Istanbul when it made the diversion.… pic.twitter.com/2TNsgm30Wo

— Breaking Aviation News & Videos (@aviationbrk) October 9, 2024

სრულად წაკითხვა