WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში საქართველომ საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების სახით 295.17 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტია. აშშ და ევროკავშირი კვლავ სიის სათავეში არიან და მათი ჯამური წილი 72.5%-ია (214.07 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო რუსეთმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში ხუთეულში შედიოდა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან გზავნილების ჯამურმა ღირებულებამ 149.93 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველა გზავნილის 50.8%-ს შეადგენს და 2025 წლის ივნისთან შედარებით 3.9%-იანი ზრდაა.

ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ხუთი ძირითადი წყარო იყო: შეერთებული შტატები (64.14 მილიონი აშშ დოლარი; ყველა გზავნილის 21.7%); იტალია (55.22 მილიონი აშშ დოლარი; 18.7%); გერმანია (31.31 მილიონი აშშ დოლარი; 10.6%); საბერძნეთი (28.24 მილიონი აშშ დოლარი; 9.5%) და ისრაელი (27.92 მილიონი აშშ დოლარი; 9.4%).

რუსეთმა, რომელიც თვეების განმავლობაში ქვეყნების ხუთეულში შედიოდა გზავნილების თვალსაზრისით, აგვისტოში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. კერძოდ, რუსეთიდან გზავნილები 87.7%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 5.07 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი გზავნილების მხოლოდ 1.7%-ია.   

მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით ლიბანიდან (102.1%) და 1.17 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. შემდეგ მოდის ოპრდანია 43.8%-იანი ზრდით 1.56 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო საუდის არაბეთიდან გზავნილები 27.2%-ით, 1.92 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. გზავნილები ისრაელიდან 24.8%-ით გაიზარდა.

რუსეთის შემდეგ, ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ყირგიზეთიდან – 80.4%-ით 2.19 მილიონ აშშ დოლარამდე. შემდეგ მოდის პოლონეთი 32.9%-იანი კლებით 2.06 მლნ აშშ დოლარამდე და ირლანდია 15.9%-იანი კლებით 5.06 მლნ აშშ დოლარამდე.

2026 წლის აგვისტოში საქართველოდან სხვა ქვეყნებში 33.6 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 5.8%-ით ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.

მსოფლიო ბანკის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში პირადი გზავნილები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 11.2%-ს შეადგენს.

This post is also available in: English