ინფორმაცია თავდაპირველად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ადგილობრივმა გამოცემა TOK2REGIONS-მა გაავრცელა.
მეწყერმა თითქმის მთლიანად მოიყოლა საცხოვრებელი სახლების ნაწილი.
„შიგნით თითმის ყველაფერი გაფუჭებულია“, - ამბობს ახალგაზრდა კაცი.
გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მეწყერი 2025 წელსაც იყო, თუმცა:
- გასულ წელთან შედარებით წელს მეწყერმა უფრო დიდი რაოდენობის ქვა-ღორღი და სხვა ნარჩენები ჩამოიტანა,
- უფრო მეტი ტერიტორია და სახლები დააზიანა.
- დაზიანებულია ავტომობილებიც.
გამოცემის ინფორმაციითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივები მათ ეუბნებიან, რომ ადგილზე მძიმე ტექნიკა იყო მიყვანილი და ტერიტორიის ნაწილი გაიწმინდა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·