ადიგენში დაკარგული 15 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

4 hours ago 3

15 წლის ბიჭი, რომელსაც ადიგენში 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

მოზარდის ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში დაუდასტურეს.

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ოჯახზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი უდეს მოსახლეობა პოლიციასთან ერთად მას 21 აპრილიდან მოყოლებული ეძებდა.

გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.

ფორუმი

სრულად წაკითხვა