
შაბათს, 3 მაისს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ომონიაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაკავებული გარდაცვლილი ნახეს.
როგორც CNN წერს, მამაკაცი შაბათს დღისით დააკავეს მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოქალაქემ დარეკა 100-ზე. ისინი ჩიოდნენ, რომ იგი ნარკოტიკს მოიხმარდა და გამვლელებს ავიწროებდა.
პოლიციელები მოქალაქეების მიერ მითითებულ ადგილზე მივიდნენ ომონიის მოედანთან და როდესაც დარწმუნდნენ, რომ მამაკაცი მართლაც არაადეკვატურად იქცეოდა, დააკავეს და ომონიის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს. დაკავებული დროებითი დაკავების საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს.
საღამოს 8-ის ნახევარზე ადგილობრივი დროით პოლიციის თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ მამაკაცი უგონოდ იყო და სასწრაფო დახმარება ΕΚΑΒ გამოიძახეს. ადგილზე მისულმა ექიმებმა მალევე დაკავებულის გარდაცვალება დააფიქსირეს.
განყოფილებაში გამოიძახეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, საქმეს სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველო იძიებს.