“სომხეთს საწვავის საიმედო წყარო ჰყავს, ეს არის აზერბაიჯანი”, – როგორც APA იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედია ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
ალიევმა ისაუბრა იმაზე, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სომხეთში რუსეთიდან, ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 40 ათას ტონაზე მეტი სხვადასხვა სახის ტვირთი გადაიზიდა.
„გარდა ამისა, აზერბაიჯანმა თავად დაიწყო სომხეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტი. თუ არ ვცდები, დღეის მდგომარეობით მიწოდებულია 10 ათას ტონაზე მეტი ნავთობპროდუქტი. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბევრი ქვეყანა საწვავის დეფიციტს აწყდება, სომხეთს აქვს საწვავის საიმედო წყარო, და ეს წყარო აზერბაიჯანია. ეს რომ არ ყოფილიყო, სომხეთს, ალბათ, დღეს ბენზინისა და დიზელის საწვავის მოძიება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მოუწევდა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·