"ამ ფოტოს მერე მაინც, დუმილი რანაირად გამოგდით?" - ნინი შერმადინის კომენტარი მიმდინარე მოვლენებზე

2 weeks ago 16

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმიანება შემთხვევას, პოლიციელების მხრიდან "ტვ პირველის" ჟურნალისტზე, მარიამ გაფრინდაშვილზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას განახორციელებული ძალადობის ფაქტს:

"ჟურნალისტები რომ არა, ხელოვანი ადამიანების მოღვაწეობას ხომ აზრი არადროს ექნებოდა, ჟურნწლისტებს რომ არ გაეშუქებინათ თითოეული ჩვენი წარმატებული თუ წარუმატებელი ნაბიჯი ხომ არ გეცოდინებოდათ ჩვენი არსებობა? რამდენჯერ დაგვხმარებიან ჟურნალისტები? მე ვიცნობ მარიამს, მე მადლიერი ვარ მისი... ნამდვილად გმირი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი... ❤️
მარიამ მალე გამოჯანმრთელდი გთხოვ!
ღმერთო დაიფარე საქართველო და ქართველი ხალხი!
ამ ფოტოს მერე მაინც, დუმილი რანაირად გამოგდით?" - წერს ნინი შერმადინი.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მას თავი ჰქონდა გატეხილი, უჭირდა სუნთქვა და აღენიშნებოდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.

სრულად წაკითხვა