ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით… ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა მომავლის – ლევან ხურცია აქციის მონაწილეებს

2 weeks ago 9

წაკითხვა: 4

“ახლა ვკითხულობ სოც.ქსელში ინფოებს. არ ვარ დიდად აქტიური ამ კუთხით. რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის 80%-ს  ვატარებ) ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს, ლანძღავთ კაცს, რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბატონ სტურუას ვგულისხმობ.

დგახართ, სადაც შენი გვერდით მდგომი ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქუჩაში წერს “მოგ.. ნთ მშვიდობა” მოთხოვნები ისმის უკვე, დაგმოს ხალხმა თავისი შეხედულება და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი… რავიცი კიდევ რამდენი რამ…

და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით… ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა მომავლის. რა გითხრათ მადლობა დიდი !! უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია”- წერს მსახიობი ლევან ხურცია სოციალურ ქსელში და ეხმიანება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა