ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში 2.5 წელი გაატარა, მოიგო სკუდეტო, გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და თავის 77 ნომერთან ერთად უამრავი ლამაზი მოგონება დააგროვა.
ქართველი ფეხბურთელი პარი სენ-ჟერმენში რამდენიმე დღის წინ გადავიდა, თუმცა კვარას ნაპოლიში ბოლო ხელფასის აღება შეთანხმებით მაინც ეკუთვნოდა, თუმცა ხვიჩას ის არ აუღია.
როგორც იტალიური გამოცემა, კერძოდ Il Mattino წერს, ხვიჩა კვარაცხელიას ეს ჟესტი კლუბისა და პრეზიდენტისადმი პატივისცემის გამომხატავი იყო.