WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, ამბობს:

“დღეს უკვე მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ ამერიკის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში იქნებიან უკრაინასა და რუსეთში. დეტალები ამერიკის პრეზიდენტის გუნდისგან არის ცნობილი. დღეს ჩვენ განვიხილეთ, რომ სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ეწვევიან მოსკოვს, ხოლო კვირას – კიევს.

ჩვენ ვემზადებით ამ ვიზიტისთვის. გაიმართა თათბირი ჩვენს ფართო დიპლომატიურ გუნდთან – კონკრეტულად მათთან, ვინც ამერიკასთან მუშაობს. და ზუსტად ისე, როგორც ეს ამერიკული მხარის წინა დიპლომატიური ვიზიტების დროს ხდებოდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსეთის საჰაერო სივრცის ნორმალურ ფუნქციონირებას, რათა მომლაპარაკებლებმა უსაფრთხოდ ჩამოსვლა შეძლონ. ჩვენ ვზრუნავთ სწორედ მათზე და არა რუსეთზე. ჩვენი მხრიდან საჰაერო დარტყმები არ იქნება, რუსეთმაც სარკისებურად უნდა უზრუნველყოს სიჩუმე თავისი საჰაერო დარტყმების გარეშე იმ დროის განმავლობაში, რაც საჭიროა ამ მოლაპარაკებების ჩასატარებლად და ამერიკულ ვიზიტთან დაკავშირებული ლოგისტიკური საკითხების მოსაგვარებლად.

ჩვენი მიზანია – მაქსიმალურად კონსტრუქციული, შინაარსიანი ვიზიტი და მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან. საჭიროა რეალური ვარიანტების ძიება, თუ როგორ მივიყვანოთ ეს ომი დასრულებამდე. ვნახავთ, რა წინადადებები აქვთ სტივს და ჯარედს, და რას ეტყვიან მათ ამაზე მოსკოვში.