ამერიკულმა საიდუმლო კოსმოსურმა ხომალდმა 434 დღიანი მისია დაასრულა

1 month ago 17

ამერიკული კოსმოსური ხომალდი X-37B საიდუმლო სამხედრო მისიაზე 434 დღიანი ფრენის შემდეგ დედამიწას დაუბრუნდა. აშშ-ის კოსმოსური ძალების თანახმად, საფრენმა საშუალებამ არაერთი სატესტო მისიისა და ექსპერიმენტის ჩატარებით "ახალი სიტყვა შემოიტანა".

კოსმოსური ხომალდი კალიფორნიაში 7 მარტს დაეშვა. 2010 წელს პირველად გაშვების შემდეგ, ეს მისი მეშვიდე სატესტო ფრენა იყო. გასაშვებად მას ძალიან მძიმე მოწყობილობები სჭირდება, თუმცა დაჯდომას საავიაციო რეჟიმში ახერხებს.

X-37B "ბოინგის კორპორაციამ" განავითარა. ამერიკული კოსმოსური ძალების თანახმად, ელიფსურ ორბიტაზე ჩატრებულმა ტესტებმა ხომალდის "მოქნილი მანევრული შესაძლებლობები" გამოავლინა. უწყების ცნობით, ექსპერიმენტის ამოცანა "აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ კოსმოსური გარემოს ცოდნის გაუმჯობესება იყო".

სრულად წაკითხვა