ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები!” – რას წერს მამუკა მდინარაძე აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე?

16 hours ago 1

“ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ – უცხოელების”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ოპოზიციის შეფასებას ეხმაურება.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიცია სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას ზეიმობს.

„კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის:

ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება-ხოლმე და მათ – უცხოელების.

ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები!

ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდის ქნევას რომ ზეიმობენ“, – წერს მდინარაძე.

სრულად წაკითხვა