"ამიტომაც ვაყოვნებ დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერას" - დავიდე ანჩელოტი

1 day ago 2

COPE-სთან საუბრისას კარლო ანჩელოტის შვილმა, დავიდე ანჩელოტიმ დაასახელა მიზეზი თუ რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა.

მისი თქმით, სხვა კლუბებიდან წინადადებები მიღებული ჰქონდა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლა ყველაზე კარგ გზად მიიჩნია.

იყო შემოთავაზებები, თუმცა მამაჩემმა ბრაზილიაში მასთან ერთად წასვლა მთხოვა. საამისოდ მას პაუზა და დროის მოცემა ვთხოვე, თუმცა საბოლოოდ მივხვდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლა და იმ ნაკრებში მუშაობა, რომელსაც მხარს 200 მილიონი ადამიანი უჭერს, ძალიან მაგარია.

- თქვა დავიდე ანჩელოტიმ.

სრულად წაკითხვა