ანო მაისურაძე: “მკვლელობას ტენიან დედაჩემს”

2 weeks ago 9

მსახიობი ანო მაისურაძე მისი ოჯახისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თემაზე საუბრობს, რომელიც 13 წელია არ დასრულდა:

“სამართალი რომ არსადაა, კარგად მომეხსენება.

მკვლელობას ტენიან დედაჩემს. დედაჩემი მანანა ბერიკაშვილია.

ტროლები და ბოტები მკიდია. ნაცნობებს და “ახლობლებს” მაინც ვერავინ გჯობნით ადამიანის გაწირვაში.

დედაჩემის პოლიტიკაში წასვლის წინააღმდეგი რომ პირველივე წუთიდან ვიყავი, ამაზე ბევრ საუბარს არ ვაპირებ. წინააღმდეგი იმიტომ, რომ კარგად ვიცნობ და ვიცი, რამდენად ემოციური და მიმნდობი ადამიანია, მითუმეტეს ამ ბინძური საქმისთვის. ბევრმა ისარგებლა ამით, ბევრმა უღალატა. ბევრი სიბინძურეც (მექრთამეობა, ლოთობა და ა.შ.) შეეტენა, მაგრამ ყველაზე სავალალო ისაა, რომ 13 წელია მკვლელს ეძახიან. ვიღაცები ადანაშაულებენ, სხვანი უბრალოდ სდუმან, თანხმობის ნიშნად. ამ წლების განმავლობაში, პერიოდულად, ყველას სათავისოდ ახსენდება ბარბარე რაფალიანცის სახელი და ე.წ. “დოი, ჭოლა” პირდაპირი ჩართვა, ტრაგედიის ღამეს. შოუსთვის, დილის 9 საათზე მკვლელობის ბრალდებით, სახლში გვივარდებიან კამერით, ობიექტური ტელევიზიები. ეზოში “გვისატკავებენ” ოჯახს, რომ შოუ გაგრძელდეს.

ასეთი შემთხვევებით, თავს აღარ შეგაწყენთ, ისედაც პატარაა თბილისი. რა თქმა უნდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია შსს და სასამართლო, რომელმაც (ყველა სიკეთესთან ერთად) 13 წელია ეს საქმე არ გამოიძია, რაც ცხადია, ბადებს კითხვებს: რატომ არ იძიებენ?! ვის აწყობს ამ საქმის გამოუძიებლობა?! ვინც ბარბარე რაფალიანცის სიცოცხლე შეიწირა, იმას კარმა აუცილებლად მიხედავს.

ხელოვნებაზე იერიშს რაც შეეხება, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თავისუფლება ყველა უდანაშაულო ტყვეს.”

სრულად წაკითხვა