WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“ანუ “დიფ სტეიტისა” და “გლობალური ომის პარტიის” მიერ ორგანიზებულ აქციებს ივანიშვილის ხელისუფლება ბიოტუალეტებს უდგამს” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს ერთგვარ  პარალელებს ავლებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს ნამახვანჰესთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით:

ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“ – “იყო საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ დაფინანსებული NGO-ების მხრიდან“.

მე მხოლოდ ერთ დეტალს შემოგაშველებთ კონტექსტისთვის –

იმ პერიოდში რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქციები მიმდინარეობდა აქტიურად. ზოგს არბევდნენ, ზოგს – იჭერდნენ, კარვების დადგმის საშუალებას, ცხადია, არავის აძლევდნენ. თუ საკმარისი ხალხი არ გროვდებოდა, ყველას ტრორუარზე დენიდნენ (5,000-ლარიანი ჯარიმები და ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობის დემოკრატიული სანქციები ჯერ შემოღებული არ ჰქონდათ).

ამ ვითარებაში, როცა ნამახვანის ორგანიზატორებმა პერმანენტული აქცია ვარდების რევოლუციის მოედანზე დააანონსეს, ხელისუფლებამ მათ:

1. უპრობლემოდ მისცა კარვების გაშლის საშუალება;
2. გადაუკეტა მთელი მოედანი (მიუხედავად იმისა, რომ ხალხისა და კარვების რაოდენობით სამანქანო მოძრაობის გადაკეტვა საერთოდ არ იყო გამართლებული);
და
3. ეს ყველაზე საყვარელია – მიუტანა და დაუდგა ბიოტუალეტები ❤

ანუ “დიფ სტეიტისა” და “გლობალური ომის პარტიის” მიერ ორგანიზებულ აქციებს ივანიშვილის ხელისუფლება ბიოტუალეტებს უდგამს – იმ პირობებში, როცა 700-800 მეტრის მოშორებით მიმდინარე ოპოზიციის აქციებისთვის სხვა – ბრუტალური და დაუნდობელი – წესები მოქმედებს.
ლოგიკურია, ვერაფერს იტყვი“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ანუ “დიფ სტეიტისა” და “გლობალური ომის პარტიის” მიერ ორგანიზებულ აქციებს ივანიშვილის ხელისუფლება ბიოტუალეტებს უდგამს” – ზაზა ბიბილაშვილი
პარალელი