ბოლო დროს მედიაში ენდრიკისა და არდა გიულერის მადრიდის "რეალიდან" შესაძლო წასვლაზე აქტიურად წერდნენ.
სხვადასხვა გამოცემა ამ ყველაფრის მიზეზად მათ მცირე სათამაშო დროს ასახელებდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.
"წავა თუ არა ენდრიკი იანვარში? არა, ენდრიკი და არდა გიულერი აქ რჩებიან.
"ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობას ვირჩევ, არ მაინტერესებს მოთამაშე 18 წლის იქნება თუ 40 წლსი. ხან მგონია, რომ გუნდს ენდრიკი სჭირდება, ხან არა", - თქვა კარლომ.