ანჯელინა ჯოლი კლეოპატრას როლში – AI-ის მიერ შექმნილი თრეილერი ინტერნეტს იპყრობს

1 month ago 8

ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ანჯელინა ჯოლი კლეოპატრას როლში გვევლინება. ის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი თრეილერია, რომელიც რეალურ კინოპროექტზე მიანიშნებს.

ვიდეოში გამოყენებულია ვიზუალური ეფექტები და AI-ის მიერ გენერირებული სცენები, სადაც ჯოლი კლეოპატრას როლში ჩანს.

მიუხედავად მაღალი ხარისხისა, პროექტი არ ეკუთვნის არც ერთ სტუდიას და არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მსახიობი მართლაც იღებს მონაწილეობას ამ ფილმში. ვიდეო წარმოადგენს ერთგვარ ტენდენციას, სადაც ხელოვნური ინტელექტი აყალიბებს ჰოლივუდის შესაძლო მომავალს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2010 წლის დასაწყისში, რე­ჟი­სორ­ი ენგ ლი სტე­ი­სი ში­ფის კლე­ო­პატ­რა­ზე და­წე­რი­ლი წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას აპი­რებდა. ფილმში მთა­ვარი როლი  ჯოლის უნდა შეესრულებინა, თუმცა პროექტი არ შედგა სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორიცაა შიდა უთანხმოება, მაღალბიუჯეტიანი პროექტის რისკი და პოლიტიკურ-სოციალური კრიტიკა.

სრულად წაკითხვა