მედია „აპრილის“ ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი თავს დაესხა.
მედია „აპრილის“ ცნობით, ბასხაჯაური ჭავჭავაძეზე აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდა, როცა ერთ-ერთ ჩიხში მას მუშაობაში ხელი შეუშალეს, ტელეფონის ჩამორთმევა სცადეს და დაედევნნენ.
გიორგი ბასხაჯაურზე პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები გამოცემა „პუბლიკის“ პირდაპირ ეთერში მოხვდა.
ფოტო: მინდია გაბაძე / პუბლიკა