“არ გაბედოთ ადამიანების უფლებების შელახვა, წინა აქციები მონაგონი იქნება და ვერსად გაგვექცევით” – მალხაზ მაჩალიკაშვილი კახა კალაძეს მიმართავს

1 week ago 6

შვილმოკლული მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის პოზიციას ეხმაურება, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით და კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს მას:

4 ოქტომბრის დაანონსებულ აქციებზე კანონის დარღვევა თუ დაფიქსირდა, უმკაცრეს ზომებს მივიღებთო – იუწყება, ყოფილი ნაცი, ქოცი კახი კალაძე.

მე პირადად კალაძესთან მაქვს კითხვა – 2024 წლის არჩევნების გამყალბებელ ქოც პარაზიტებზე არ ვრცელდება კანონი?

ბოლო აქციებზე რამოდენიმე ჟურნალისტზე მკვლელობის მცდელობა რომ განხორციელდა, მათ არ ეხებათ კანონი?

პოლიციის ფორმაში без шнугков, ბოტასებში გამოწყობილი ტუტუშკებს რომ ასისხლიანებინებთ ახალგაზრდებს, სტუდენტობას, ხაბეს ეს თუ ქაცარავას, ხაბაზს თუ სხვა ნებისმიერს, გარდა ქოცისა, – ეს დანაშაული არ არის და დასჯადიც არაა ხომ?!

ის პარაზიტი კალანდარიშვილი, მთელი ცესკოს ვირთხების შემადგენლობის ჩარევით, თითოეულ მოქალაქეს ხმას რომ პარავთ, ხმის ქურდობა არც ესაა დასჯადი და კანონის საწინაამღდეგო ხომ?!

ყოველი აქციაზე, თქვენი მოგზავნილი და ჩანერგილი “ნასედეები”, კანონს რომ არღვევენ და პროვოკაციების თავი და თავი არიან, აქაც ამათ წინაშეც კანონი უძლურია ხომ?!

ბატონი კახი, ჩვენ სრულიად კანონმორჩილი ხალხი ვართ, ვინც შიშველი ხელებით იცავს სამშობლოს კრემლის ვირთხებისგან, ეს უბრალოდ თქვენ ხართ, ვინც კანონი თავისი თავზე მოირგო და ძალიან დაუტკბათ. ხო ასეა, ძალიან დაგიტკბათ ეს ძალაუფლების გემო, ზემოდან ყურება, ამპარტავნობა, და ასე შემდეგ.

ვფიქრობ დროა, უკვე შხამად გადინოთ, ეს ხალხისადმი ამდენი უსამართლობა.

ხელისუფლებას თუ არ ესმის ხალხის ხმა, მაშინ ხალხი იძულებული, ხდება გააგონოს დაყრუვებულ ხელისუფლებას თავისი ხმა, აი ამ ეტაპზე ვართ უკვე მოსულები.

ჩვენი იარღიც, ჩვენი კანონიც, ჩვენი თითეულის ხმაა.

არ მგონია ეს კანონის გადაბიჯება თუ კანონის დაუმორჩილებლობა იყოს – დაიცვა შენი ხმა და შენი მეობა.

ასე რო კახი, ამჯერად თქვენ არ გაბედოთ, ადამიანების უფლებების შელახვა, წინა აქციები მონაგონი იქნება და ვერსად გაგვექცევით“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა