"არ მინდოდა, დიდი აჟიოტაჟი გამომეწვია..." - რას ყვება თიკა გადატანილ ჯანმრთელობის პრობლემაზე

2 days ago 8

თიკა ჯამბურიამ სოციალურ ქსელში გამომწერებს რთული პერიოდის დროს გადაღებული კადრები გაუზიარა.

"აქ ჯერ არ ვიცი, რომ რამდენიმე დღეში მელანომას დიაგნოზს დამისვამენ".

ამავე ვიდეოს აღწერაში თიკა წერს:

"ძალიან რთული თვეები მქონდა , ძალიან სტრესული ... იმედია ოდესმე შევძლებ და მოგიყვებით ამ ისტორიას , თუმცა რაც მთავარია ძალიან დროულად მივუსწარით ამ პრობლემას და ფანტასტიური ექიმების და ადამიანებისდახმარებით და გვერდში დგომით უკვე ჯანრთელი ვარ".

ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ თიკამ ამაზე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემ წინა სთორის, უკვე წარსული ამბავია, უბრალოდ არ მილაპარაკია არავისთან ამ თემაზე. არ მინდოდა, დიდი აჟიოტაჟი გამომეწვია. კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ, რაც მთავარია, არაფერი საშიშროება არ მემუქრება.

ახლა გადაღლილი, თუმცა ალბათ ოდესმე მოვყვები ამ ისტორიას“ – ამბობს თიკა ჯამბურია.

სრულად წაკითხვა