არავის “ქართულ ოცნებიდან” იმდენი სარგებელი არ მოუტანია რეჟიმისთვის, რამდენიც პროპაგანდისტულმა ოპოზიციურად წოდებულმა – საბჭოთა მედიამ

11 hours ago 1

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მძიმე შეფასებებს აკეთებს ოპოზიციური მედიის მიმართ:

13 წლის განმავლობაში ქართულმა საბჭოთა მედიამ – მით უფრო ოპოზიციურმა, ბედნიერების 13 ნიუსი თუ სიუჟეტი ვერ და ჯიუტად – არ შესთავაზა მის მაყურებელს და სულ ნეგატივზე იყო ორიენტირებული. ამ პირობებში, როდესაც მაყურებელი ისედაც საკუთარ თავზე გრძნობდა ცხოვრების სიდუხჭირეს, სად ეძებნა უკეთესი ცხოვრება თუ არა საბჭოთა რუსეთში და მის მიმართ მოძალებულ ნოსტალგიაში.

მეასედ ვწერ – არავის “ქართულ ოცნებიდან” იმდენი სარგებელი არ მოუტანია რეჟიმისთვის, რამდენიც პროპაგანდისტულმა ოპოზიციურად წოდებულმა – საბჭოთა მედიამ.

და დღეს – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის კიდევ ერთხელ გააზრებისას, ცხადად შეგვიძლია ვთქვათ – ამ მედიამენეჯერებისა და არასაკმარისი განათლებისა თუ ინტელექტის მქონე მედიასახეების, ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 60 ათასიდან 15 ათას ლარამდე, დიახაც იყო და არის საზღაური, რომელსაც მათ, რეალურად პუტინი უხდიდა და ახლაც უხდის.

დიახ, ახლაც!” – წერს გიჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

სრულად წაკითხვა