WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

8

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი:

„ამ თავდასხმებით ხან კორძზე,ხან ონისეზე ,ხან მემანიშვილზე,ძალიან ბევრზე,რა ჩამოთვლის,ეხლა თორნიკე რაზმაძეზე,აი ამხელა ბოროტებას რომ ავლენთ,ხან ყურადღების გადასატანად,ხან გასაშავებლად,არის ერთი რამ რასაც მაზავთ.ტროლ-ბოტები არ ვართ,ვისაც ავალებთ და აწერინებთ 20 ლარად ათას სიბინძურეს,არც ვაილდბერიზა იმედის წამყვანები ვართ,პატრიოტიზმზე რომ თავს დებენ და რუსულ ჯარს ვინც ეხმარება,იმის რეკლამირებას არ თაკილობენ. რეალური ადამიანები ვართ და სულ რომ ერთმანეთთან ნაჩხუბარი ჰქონდეს პროტესტში ვინმეს,ესეთ დროს ვერთიანდებით.გიმეორებთ ვერთიანდებით რეალური ადამიანები და არა თქვენი ყალბი ექაუნთებიდან არსებები.რა არ სცადეთ ამ ორ წელიწადში და მჯერა ატანა არ გაქვთ ჩვენი.მილიარდებით,მტრული სახელმწიფოს ზურგის გამაგრებით და ძალაუფლებით გვიპირისპირდებით და ვერაფერს შვებით რეალურად.მეტიც,იმდენად მდაბიოები ხართ,რომ საკუთარსაც უტყდებით უკვე ბევრს.იმდენი ქენით,რომ რაც არ უნდა იფართხალოთ,ილაპარაკოთ,ქოცობა ჩამოყალიბდა ხალხში როგორც რაღაც ძალიან სამარცხვინო, თქვენ ეს იცით და ზუსტად ეგ გაგიჟებთ და გაბრაზებთ.14წელიწადი პატივისცემა ვერ დაიმსახურეთ,შიშით ან მოსყიდვით ცდილობთ ყველაფერს და ეგეთებს თავადაც არ სცემთ პატივს,უბრალოდ იყენებთ.არ ინდობთ ჩვენს ოჯახებს,შვილებს,ბულინგზე ბედავთ ხმის ამოღებას და თორნიკე რაზმაძეზე რაც ხდება,როგორც ექცევით,მართლა გისურვებთ რომ ბუმერანგით დაგიბრუნდეთ,იქნებ ესე მაინც მიხვდეთ,რა ამაზრზენები ხართ,ამაზე თვალის დამხუჭავიც და შემოქმედიც.ვერც ხვდებით უკვე რა ხერხს მიმართოთ,იმდენად წრეზე ტრიალებთ საკუთარ ბოროტებასა და ზიზღში ჩაფლულები.ხოდა რა ვიცი,იქნებ მოდუნდეთ,ამ ომს მაინც ვერ მოიგებთ!“